დღეს “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” სეზონის ბოლო მატჩი გამართა. საშინაო არენას დაემშვიდობნენ ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც, რომლებიც სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებენ.
ბუსკეტსმა მატჩის შემდეგ “კამპ ნოუს” მიმართა.
მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა სამწვრთნელო შტაბს, კლუბის თანამშრომლებს, გულშემატკივრებს – ყველას ვინც ამ პერიოდის განმავლობაში დამეხმარა. ფანებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, რასაც მივაღწიე.
მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის თან მახლდა, მიყვარხართ.
ბავშვობიდან “კამპ ნოუზე” თამაშზე ვოცნებობდი, რომელიც რამდენიმე თვეში კვლავ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი გახდება.
“ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, საუკეთესო ფანებით.
როდესაც პატარა ვიყავი, აქ როგორც გულშემატკივარი, ისე მოვედი, ახლა კი ძალიან ვამაყობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი ვარ. მე ფანი და სოსიო ვარ. დღეს მივდივარ, მაგრამ ჩემი ოცნება ახდა.




ერთადერთი და განუმეორებელი🥰🥰
მეც მგონია დიდი ხანი არ დაგვჭირდება იმის მისახვედრად რო ამის გაშვება არ შეიძლებოდა მინიმუმ კიდევ ერთი წელი. ბედნიერი ვიქნები თუ ვცდები, მაგრამ მაინც მეეჭვება მალე ვიპოვოთ ამის შემცვლელი.
ბევრი ვაი ფეხბურთის მცოდნე მოგვიანებით დაგაფასებს ბევრჯერ შევახსენებთ შენ თავს ლეგენდავ.ნ1 ხარ შენ პოზიციაზე და შენი შემცვლელი არ დაბადებულა და ალბათ არც დიბადება კარგა ხანს.
ეჰ როგორ გარბის დრო. მადლობა ბუსი ყველა ლამაზი მომენტისთვის და ფეხბურთის გალამაზებისთვის. მშვიდობით ლეგენდა ❤️❤️
კაცი გენია, ელეგანტურობა, ტექნიკა, ყოველთვის გაწონასწორებული, რვაფეხასავით იყო მოედანზე, გენიოსი და გუნდის ლეგენდა, ძაან მოგვენატრება დარწმუნებული ვარ, ამისი შეცვლა არავის შეუძლია , მადლობა ყველაფრისთვის❤❤❤❤
ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო საყრდენი❤