workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჟორდი ალბა: ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე

ჟორდი ალბა: ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჟორდი ალბა “ბარსელონას” ტოვებს. 34 წლის ფეხბურთელმა ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრე. როდესაც ვთქვი, რომ დარჩენა მსურდა, ეს სიმართლე იყო, თუმცა საკუთარ თავთან და კლუბთან გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ კლუბს დავხმარებოდი. ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. ჩემი ურთიერთობა ყველასთან გამორჩეულია. დადებითი ემოციებით მივდივარ, კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. გუნდს თავაწეული ვტოვებ.
არცერთ კლუბთან არ მისაუბრია, რადგან თავდაპირველად დარჩენა მსურდა. წლები გადის და მიმდინარე სეზონში განსხვავებული როლი მქონდა, რომელიც უმნიშვნელო არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმო.
“კამპ ნოუზე” ერთი თამაში დამრჩა, რომელიც ჩემთვის და სერხიოსთვის განსაკუთრებული იქნება.
მწვრთნელმა და პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღების უფლება მომცეს.
ნათელია, რომ ზოგჯერ ვცდებოდი, მაგრამ ვინც მიცნობს, იცის რომ ჩემი ღირებულებებია თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 26 მაი 2023, 10:08

    ჩემი უსაყვარლესი მარცხენა მცველი! მომენატრები ცქვიტო!

  • nika 54
    schedule 25 მაი 2023, 19:05

    ამას და ნეიმარს ვერ ვიტანდი მსაჯებთან უაზრო კამათში მიღებული ბარათების გამო. თუმცა ეხლა მშვენიერი ნაბიჯი გადადგა და ძალიან დიდ საქმეს უკეთებს გუნდს ბუღალტერიის ამბავში. ოღონდ მეშინია როგორღაც გაჭირვების გამო არ მოგვენატროს.

  • azulgerana
    schedule 25 მაი 2023, 17:19

    ალბა ჩემს გულში მუდამ დარჩება

  • datio
    schedule 25 მაი 2023, 15:36

    კარგი ფეხბურთელია.
    თუმცა ლივერპულთან მარცხის მერე უნდა წასულიყო.
    ისე კი სულ მიკვირდა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე რატომ არ წევდნენ. დაცვაში ვეღარ ასწრებდა დაბრუნებას და ნეიმარს მერე გარემარბი ვერ მოგვიყვანია

  • Zura Gviniashvili
    schedule 25 მაი 2023, 13:20

    ორი დიდი ხელფასი გათავისუფლდამაგით ახალგაზრდების დასარეგისტრირებლად გვეყოფა. ეხლა მესისთვის უნდა მოვიცალოთ და რაც შეიძლება ბევრი მოვიშოროთ სარფიანად რომ ტრანსფერიც განვახორციელოთ და მესიც დავარეგისტრიროთ

  • KarlsAronia
    schedule 25 მაი 2023, 13:00

    ესენი უეჭველი არაბეთსი წავლენ მესისითან ერთად 😅🤣🤣

  • I N I E S T A 8
    schedule 25 მაი 2023, 12:07

    მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის ალბინიო🙋🙃