workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონასთვის იოზუა კიმიხი რეალური ვარიანტია

ბარსელონასთვის იოზუა კიმიხი რეალური ვარიანტია

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” იოზუა კიმიხს ელოდება, რომელმაც “ბაიერნს” წასვლის სურვილზე უნდა შეატყობინოს, შემდეგ კი “ბარსა” გერმანულ კლუბთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

წყაროს ინფორმაციით, “ბარსა” დარწმუნებულია, რომ გერმანელის ტრანსფერი მარტინ სუბიმენდიზე ნაკლები დაჯდება. კიმიხის გარემოცვა ფიქრობს, რომ “ბლაუგრანას” მისი შეძენა €60 მილიონად შეეძლება. ასევე აღსანიშნავია, რომ “ბაიერნი” ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე, შესაძლოა, თანახმა იყოს, ერთ-ერთი ვარიანტი კი ანსუ ფატია. 

“ბაიერნს” კიმიხის გაყიდვა არ სურს, მაგრამ ფეხბურთელსა და მის აგენტს სჯერათ, რომ როცა კლუბის ხელმძღვანელობას ეტყვიან, რომ იოზუა “ალიანც არენაზე” ბედნიერი არაა, წასვლა შესაძლებელი იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად “ბარსელონამ” აღნიშნული ინფორმაცია უარყო, კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, რომ კიმიხი “ბარსასთვის” რეალური ვარიანტია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (26)

  • Albicelecte
    schedule 19 მაი 2023, 14:16

    ვერატი აცხადებს, რომ ყელში ამოუვიდა ეიფელის კოშკის ყურება; (გი დე მოპასანს კითხულობდა ბოლო დროს);
    ეგეც გასათვალისწინებელია და ნეიმარიც ამბობს, რომ სადაც ლეო წავა, ზაპასკასავით მეც დამაგდეთო
    ნუ ვნახოთ, გრძელი სკამიც საჭიროა, ხომ იცით?
    იოშუა შესანიშნავია, მაგრამ ბაიერნი ვენებს დაიჭრის, "იუბერ ალეს" დაუკრავენ, სენტიმენტებით გულს აუჩუყენებ, ხელფასს მოუმატებენ და კაპიტნის სამკლაურს გადასცემენ ცერემონიულად barca-6

  • rivaldo80
    schedule 19 მაი 2023, 02:26

    ლევანაზეც მასე იძახდით და კუნდეზეც მათავარია ფეხბურთელს სად უნდა გულით.ბუსის წასვლის მერე ბევრს მოუნდება ეგ პოზიცია დაიკავოს ბარსაში. ისე ლაპარაკობთ აქ ზოგი თითქოს ხეტაფე ვართ ბარსაში უამრავ ფეხბურთელს უნდა თამაში.

  • M10 S9 D11
    schedule 19 მაი 2023, 00:02

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ბაიერნი ზოგადად ვინმეს თავის ნებაზე უშვებდეს გინახავთ? ლევანდოვსკის არ ვთვლი ასაკში იყო თორე არც მაგას გამოუშვებდნენ.ხოდა არმჯერა ვის თუ არა კიმიხს ასე უბრალოდ 60 მილიონად შეელიონ.
    თავის თაობის ერთ-ერთ თუ არა საუკეთესო ნახევარმცველზე გვაქვს საუბარი რომელსაც კიდევ უამრავი წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში თან ამასთანავე ბაიერნის ღერძია და ალბათ მუსიალას შემდეგ ხელშეუხებელთა სიის წევრი.ხოდა ასეთ კაცს 60 მილიონად გვატნევდნენ ძაან ზღაპარი მგონია 😂 დღეს მაგ ფასად წესიერს ვერავის იყიდი ყოველშემთხვევაში სუპერსტარს ნამდვილად ვერ იყიდი კიმიხი კიდევ ეგეთია.


    სადაც კროოსი გაყიდეს 35-ში ამას რატო არ გაყიდიან 60-ში

  • Tamo
    schedule 18 მაი 2023, 23:46

    60 მილიონად მოგცემთ ბაიერნი კიმიხს?ალემანს ჯადოქრული ჯოხი აქვს თუ რას აპირებენ🤨მორჩნენ რა ამ ჩვენ დაბოლებას,ხალხო მესი ვერ მოგვყავს უფასოდ და ჩვენ ფეხბურთელებს ვერ ვარეგისტრირებთ რაის კიმიხი და რაის ფეხბურთელის ყიდვა…აგერ მე ვარ და აგერ თქვენ, ამათმა მაქსიმუმ ინიგო,გიუნდოგანი და მესი გაქაჩონ…ტყუილად ვიშლით ნერვებს ამ ჭორების კითხვით იმედები მწარედ გაგვიცრუვდება

  • I N I E S T A 8
    schedule 18 მაი 2023, 22:43

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    დღეს მაგ ფასად წესიერს ვერავის იყიდი ყოველშემთხვევაში სუპერსტარს ნამდვილად ვერ იყიდი კიმიხი კიდევ ეგეთია.


    კიმიხში 80+ბონუსები რო მოითხოვოს ბავარიამ არცუნდა დაფიქრდნენ ისე უნდა გადაიხადონ მაგრამ…😃😃სადაა კიმიხი ხულიანი და კარგი ცხოვრება😃

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 18 მაი 2023, 22:39

    ციტატა: Tamo

    ციტატა: პენდრაგონი
    ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.

    არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ინიგო, გარსია, ხ.არაუხო, რობერტო, ბალდე, გაია.

    დე იონგი, კიმიხი, გილამონი, კესი, გავი, პედრი, გიუნდოგანი.

    მესი, ლევანდოვსკი, დემბელე, როკე, ალვარესი, ბლანკო, პედროლა.

    ძირითადი: ტერ შტეგენი – არაუხო, კრისტენსენი, კუნდე, ბალდე – კიმიხი, დე იონგი, პედრი – გავი – მესი, ლევანდოვსკი.

    ეს სასტავი მინდა შემდეგ სეზონში, მაგრამ არ მგონია ფული გვეყოს


    ალვარესი შენც სიტისგან იმიტო მოგყავს რო შენც სკამზე დასვა თუ??? :დდდ

    რატო სკამზე, ლევანდოვსკი ასაკშია და როტაციაში იქნება მაგასთან