პეპ გვარდიოლამ დაასახელა იმ 18 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც გამეგზავრებიან ”სპორტინგის” წინააღმდეგ სათამაშოდ. სიაში მოხვდა კაპიტანი კარლეს პუიოლი, რომელმაც დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. სიაში მოხვდა ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, ისააკ კუენსა, მაგრამ ტრავმის გამო სესკ ფაბრეგასი ხვალინდელ მატჩს გამოტოვებს.
18 ფეხბურთელი ხვალ ხიხონში, ადგილობრივ ”სპორტინგთან” სათამაშოდ გაემგზავრებიან. გასულ წელს ხიხონში მატჩი 1:1 დასრულდა.
4 ტრავმირებული
ტრავმირებულები აფელაი, სანჩესი და სესკი ხვალ ვერ ითამაშებენ. ასევე არ ითამაშებს ანდრეს ინიესტა, რომელმაც დღეს ვარჯიშის გარკვეული ნაწილი კვლავ თანაგუნდელებთან ერთად შეასრულა.
საგანგებო ვიზიტი
დღევანდელ ვარჯიშს თვალს ადევნებდა ჟეფრენ სუარესი, რომელიც ამჟამად პორტუგალიულ ”სპორტინგში” ასპარეზობს. მან მოინახულა ფეხბურთელები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მისი თანაგუნდელები იყვნენ.



