“ბარსელონა” პრესეზონს კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს: გუნდი 2023/24 წლების სეზონისთვის მოსამზადებლად აშშ-ში 4 მატჩს ჩაატარებს.
“ბარსას” მეტოქეები ევროპული კლუბები იქნებიან. ორი მატჩი კალიფორნიაში გაიმართება: 22 ივლისს, სან ფრანსისკოში, “ბაი არენაზე” ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ, 26 ივლისს კი ლოს ანჯელესში ლონდონის “არსენალთან”. ბოლო ორი შეხვედრის გეგმა ასეთია: “ბარსელონა” 29 ივლისს ტეხასში, დალასში “რეალ მადრიდს” დაუპირისპირდება, 1 აგვისტოს კი ლას ვეგასში “მილანის” წინააღმდეგ ითამაშებს.
“ბარსელონამ” ტურნე 2022 წელსაც ამერიკაში ჩაატარა. მაშინ გუნდმა მაიამიში, ნიუ იორკში, ლას ვეგასსა და დალასი ითამაშა. ამჟამად კატალონიურმა კლუბმა გეოგრაფიული მდებარეობა შეიცვალა და დაგეგმილი 4 მატჩიდან სამს დასავლეთ სანაპიროზე გამართავს.
𝗪𝗘𝗦𝗧 𝗖𝗢𝗔𝗦𝗧 𝗦𝗧𝗢𝗥𝗬:
A NEW CHAPTER! 🇺🇸 pic.twitter.com/M8unjc0SDb— FC Barcelona (@FCBarcelona) May 12, 2023
“ბლაუგრანა” აშშ-ს მეთოთხმეტედ ეწვევა. პირველი ვიზიტი 1937 წელს შედგა, რაც კლუბის გადარჩენისთვის მთავარი გამოსავალი აღმოჩნდა. ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატები “ბარსელონასთვის” პოპულარული ადგილია – კატალონიელებმა პრესეზონი ამერიკაში 2011, 2015, 2017, 2018, 2019 და 2022 წლებშიც გამართეს.




2020-ში 21-ში კოვიდის გამო არ შეგვიშვეს?
ლეოც თუ გამოგყვებათ კარგი იქნება🙃მეფის დაბრუნების დროს ბარსელონაში რა ამბები იქნება პირველ თამაშზე წარმომიდგენია🙃