workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალ ჰილალს ბუსკეტსისა და ალბას შეძენაც სურს

ალ ჰილალს ბუსკეტსისა და ალბას შეძენაც სურს

“ალ ჰილალი” ზაფხულში ლიონელ მესის დამატებას გეგმავს – არაბული კლუბი არგენტინელს ხელფასის სახით წელიწადში 400 მილიონს ევროს სთავაზობს, თუმცა მხოლოდ ასტრონომიული ანაზღაურება ლეოს დასარწმუნებლად საკმარისი არაა.

ფრანგი ჟურნალისტის, მოჰამედ ბუჰაფსის ინფორმაციით, “ალ ჰილალმა” მესის გადასაბირებლად შეთავაზება ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსსაც გაუკეთა. არაბული კლუბი წინადადებას არგენტინელის კიდევ ერთი ახლო მეგობრისთვის, მარკო ვერატისთვის ამზადებს. 

მიუხედავად იმისა, რომ “ალ ჰილალი” 35 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტრანსფერისთვის ყველაფერს აკეთებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მესიმ კარიერა აღნიშნულ კლუბში გააგრძელოს. თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, ლეო საუდის არაბეთში გადასვლას სკეპტიკურად უყურებს, ვინაიდან მასა და მის ოჯახს კიდევ ერთხელ განსხვავებულ კულტურასთან შეგუება მოუწევთ. მას “ბარსელონაში” დაბრუნება ურჩევნია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 08 მაი 2023, 18:18

    ალბამ და ბუსკეტსმაც თუ ვერ უშველეს მერე სუარესს და ნეიმარს მიადგებიან?

  • nika 54
    schedule 08 მაი 2023, 18:13

    უთხრას ლეომ, ჯერ ალბა წაიყვანეთ და მეც გაისად შემოგიერთდებითო. ჩვენც მაგრა გვახეირებს.

  • C.PC5
    schedule 08 მაი 2023, 16:58

    ამ შეიხების თავში ჩამახედა ნეტა, გასაგებია გაქვს ეს ფული და კი ბატონო იყიდი ვარსკვლავებს მარა მერე რა?! აი რა?! მესი და ვერატი თუარ ეყოლება გუნდში ისე ვერ მოიგებენ მაზუთის თასს? რომ მიგყავს სად მიგყავს ხო უნდა გქონდეს გააზრებული, სანახაობაც ხო არ იქნება ეგრე და პროსტა საბლატაოდ უნდათ აი მე მესი მყავსო, იქედან მეორე შეიხი გამოძახებს აგე მე რონალდუ მყავსო😂 აი რა ჩემ *ლედ უნდათ? მაგას ხო ჯობია ეგ 400 მილიონი დახარჯო არა სუპერვარსკვლავების არამედ ცოტა ნორმალური ფეხბურთელების მოსაყვანად, მესის ხო სულ ახატია თქვენი ჩემპიონატი და გუნდიც, ხოდა ის ნორმალური იგროკი მონდომებული მაინც იქნება რო დადოს რაღაც შედეგი და დროთა განმავლობაში თავისთავად გუნდის და ჩემპიონატის რეპუტაციაც გაიზრდება, ან თვითონ რად უნდათ ეგეთი ჩემპიონატის თასები მაგ შეიხებს?! თასი თუ გინდა შეჩემისა იყიდე ტოპ 5 ჩემპიონატის რონელიმე გუნდი და იქ მოიგე ხო უფრო ექნება მაგას მუღამი. ტიპებს იმდენი ფული აოხრიათ ჩემი 10 შთამომავლობა ვერ დათვლის და მაგათ 10 შთამომავლობას მკვდარიც კი ვაჯობებ ჭკუაში😆 მაგ ნაბ*ზრებმა გააფუჭეს ყველაფერი ფეხბურთში, ხოდა მაგიტომაც დავუ*ვი ის რაღაც *ლეობა რომ აქვთ თავზე ჩამოფხატული აი მაგაზე.🙂