Jijantes-ის ჟურნალისტის, ალბერ როგეს ინფორმაციით, ლამინე იამალი ესპანეთის 17 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ის მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” პირველ გუნდთან ერთად ვეღარ ივარჯიშებს.
“ფურია როხა” 8 მაისიდან 3 ივნისამდე უნგრეთში გასამართი 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება. იამალთან ერთად, გამოძახებულნი “ლა მასიას” სხვა ფეხბურთელებიც არიან: პაუ კუბარსი, ჰექტორ ფორტი, პაუ პრიმი, ხუან ფერნანდესი და მარკ გუიუ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” იამალის ნაკრებში გაშვებაზე უარს ვერ იტყვის, ვინაიდან ესპანეთში მოქმედი სპორტის კანონი კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის გამოძახებული ფეხბურთელების გათავისუფლებას ავალდებულებს.
ასე ჯობია, ძირითად გუნდში ამდენი თამაშის ჩატარება საშიშია
"ბარსელონა" იამალის ნაკრებში გაშვებაზე უარს ვერ იტყვის, ვინაიდან ესპანეთში მოქმედი სპორტის კანონი კლუბებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობისათვის გამოძახებული ფეხბურთელების გათავისუფლებას ავალდებულებს.
მერე 15 წლის ბავშვი რო 17 წლიანებში მიყავთ და როგორც ყოველთვის სიქას გააცლიან არ ვიცით? თუ პედრის ექსპლუატაცია გადატვირთვის რეჟიმში ნორმალური იყო შარშან? მთელი წელი იხმარეს და მოგვიგდეს ყველანაირად დასუსტებული, იმიტომაც იმატა მისმა ტრამვიანობამ, ბოლოს და ბოლოს ბავშვები არიან ხომ ჯერჯერობით, ნაკრების მწვრთნელს არ კიდია შენი კლუბი.
მაგრად მაინტერესებს სადაა ის ხალხი კესის ტრანფერზე რომ აბოდებდნენ ბარსელონას ააყვავებსო და მედავებოსნენ მის სიძლიერეზე და ძალათ ფეხბურთელობაზე? ტორესზე ლაპარაკიც არ მინდა
დიდად არ ეწყინებოდა ჩავის, ოსასუნასთანაც არ ათამაშა. მაგრად კიდია ხავის ახალგაზრდობა, არადა მეთქი სეზონის ბოლოს მიცემდა დროს თქო. მარა რომც არ წასულიყო მაინც ტორესებით და რაფინიებით ჩაამთავრებს სეზონს. იმედია ჭკუა ეყოფა და იმათ მაინც ათამაშებს ვის გაყიდვასაც განიხილავენ, იქნებ ფასი ან მსურველი მოემატოს კესის ტორესს რაფინიას და სხვებს.