workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
6 წელი ლეო მესის ლეგენდარული გოლიდან

6 წელი ლეო მესის ლეგენდარული გოლიდან

ზუსტად 6 წლის წლინ, 2017 წლის 13 აპრილს, “ბარსელონამ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდი” 3-2 დაამარცხა.

“ბარსას” მხრიდან გოლები ლიონელ მესიმ (2) და ივან რაკიტიჩმა გაიტანეს, მადრიდელთა რიგებში კი თავი კაზემირომ და ხამეს როდრიგესმა გამოიჩინეს.

კატალონიელებმა შეხვედრა ლეო მესის მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს – სერჟი რობერტოს მიერ წამოწყებული შესანიშნავი კონტრშეტევა არგენტინელმა ბრწყინვალე დარტყმით დააგვირგვინა და ლეგენდარული აღნიშვნაც შემოგვთავაზა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 აპრ 2023, 16:32

    ყველაზე საკაიფო, დღესაც რო მსიამოვნებს მადრიდელი მცველების ერთდროული დაცემა მოედანზე, თითქოს ტვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლიო. როგორ ეტყობოდათ რო ძალაგამოცლილები იყვნენ ბოლომდის. ვისაც გახსოვთ მათ ანგარიში თამაშის ბოლოსკენ გაათანაბრეს 10 კაცით(რამოსი როგორც ყოველთვის მესიმ დასვა წითელზე)და ამის შემდეგ დაიჯერეს რო წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ რობერტომ სასწაული გარბენა გააკეთა. რონალდუს ისტერიკებმა ხო საერთოდ დააგვირგვინეს მატჩი.

  • me da barca
    schedule 23 აპრ 2023, 19:49

    ეს გოლი, რობერტოს გოლი, ინიესტას გოლი ჩელსის კარში და მასეთი დიდი სიხარულის მომტანი გოლები მომენატრა.

  • Nicolay
    schedule 23 აპრ 2023, 18:13

    6 წელი:((

  • alwaysculerr
    schedule 23 აპრ 2023, 18:06

    რა ტყვიასავით მიდის დრო, არადა გუშინდელივით მახსოვს ამ გოლის ემოციები❤ დავანგრიე სახლი

  • C.PC5
    schedule 23 აპრ 2023, 16:43

    მესი რო წავიდა კაი ხანი არ ჰქონდა გატანილი კლასიკოში, მინიმუმ ერთხელ უნდა ააწიოკოს კიდე ბარსას მაისურით ისე ვერ წავა ფეხბურთიდან!!!!❤️

  • Maestro 6
    schedule 23 აპრ 2023, 16:37

    აუ არადა გუშინდელივით მახსოვს და 6 წელიო❤