“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობს.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, პორტუგალიელსა და მის მეუღლეს კატალონიური კლუბი ძალიან მოსწონთ. მათ განსაკუთრებულ სიმპათიას ქალაქი ბარსელონაც იმსახურებს, სადაც სილვა ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
28 წლის ფეხბურთელით თავის მხრივ ჩავი ერნანდესიც მოხიბლულია, თუმცა “ბარსას” მისი შეძენა გაუჭირდება. რომეროს ცნობით, “ბლაუგრანამ” ბერნარდუსთვის ბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ცადოს, თუ რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს და სახელფასო ფონდს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ბარსელონელი ჟურნალისტი “ბარსასთან” დაკავშირებულ სხვა სატრანსფერო ამბებსაც შეეხო. მისი ცნობით, ზაფხულში მარტინ სუბიმენდისა და რის ჯეიმსის შეძენა გამორიცხულია.




ძაან თსლ ფეხბურთელია, დევისს რა უქნა პროსტა ორ თამაშში სახით ათრია
აი უთესლესი ფეხბურთელია, ძაან მევასება, მაგრამ პედრის და გავის რას ვუშვებით? 4-4-2 ში კი ბატონო კარგი იქნება
მერე თუ უნდა რას იპრანჭება, სიტის კაპიტანი ვარო და მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარო.
სად უნდა ათამაშონ თორე კი
მესი რომ მოვა ეს აღარ დაგვჭირდება
არადა რა კლასნია. ისე ქალაქი როა მაგარი რამხელა მნიშვნელობა აქვს, თორე საათივით აწყობილი გუნდიდან ამ წუმპეში რატო უნდა მოდიოდე? მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს ტოვებდე და მოდიოდე ჯერ არ შემდგარ მწვრთნელთან, ლევანდოვსკის არ იყოს. ისე მაგან სუპერ თასი მოიგო და ლა ლიგასთან ახლოსაა და აი ბაიერნი უტიტულოდ რჩება მგონი 😁😁 დორტმუნდს უფრო ვქომაგობ წელს ვიდრე ბარსას