workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი მესის შესახებ ტერ შტეგენს გაესაუბრა

ჩავი მესის შესახებ ტერ შტეგენს გაესაუბრა

ჩავი ერნანდესი ლიონელ მესის “ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ესაუბრა. 

გერმანელსა და არგენტინელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ტერ შტეგენმა ჩავის უთხრა, რომ ლეოს დაბრუნებით ძალიან ბედნიერი იქნება.

მწვრთნელი ამასთან დაკავშირებით უსმან დემბელესა და რობერტ ლევანდოვსკისაც გაესაუბრა – მესის შესაძლო დაბრუნებაზე ორივე მათგანმა აღფრთოვანება გამოხატა.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავი არასდროს შეგუებულა იმ ფაქტს, რომ მესიმ კლუბი დატოვა და გუნდის ჩაბარების დღიდან იბრძოდა, რომ მისი დაბრუნებისთვის ებრძოლა. 

ერნანდესმა ჟოან ლაპორტას უბრძანა, რომ ლეოსთან ურთიერთობა გამოესწორებინა და დაარწმუნა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ამასთან, ჩავიმ მესის უთხრა, რომ მას ფეხბურთში გასაკეთებელი მხოლოდ ერთი რამ დარჩა: ცხოვრების კლუბთან შესაფერისი დამშვიდობება.

ჩავი გეგმავს, არგენტინელი 4-ნახევარმცველიან სქემაში ათამაშოს და რომბი ჩამოაყალიბოს. სპორტული თვალსაზრისით ყველაფერი დაგეგმილია და გასახდელ ოთახში იციან, რომ ლეოს დაბრუნების შესაძლებლობა ძალიან მაღალია. 

ტონი ხუანმარტის ცნობით, “ბარსელონა” მომავალ სეზონს მესისთან ერთად გეგმავს. კლუბს სჯერა, რომ ლა ლიგა მის რეგისტრაციაზე თანხმობას განაცხადებს – როგორც კი ეს მოხდება, ჟოან ლაპორტა ლეოს ოფიციალური შეთავაზებით მიმართავს. 

კონტრაქტი 1+1-წლიანი იქნება და ამასთან, არგენტინელს უფლება მიეცემა, 2024 წელს კლუბი უფასოდ დატოვოს. ფეხბურთელი ხელფასს შეიმცირებს და წლიურად €13 მილიონს (მისი ანაზღაურება €25 მილიონი იქნება, მაგრამ გადასახადების გამო მხოლოდ €13 მილიონი შეხვდება) მიიღებს, დანარჩენი თანხა კი მას კლუბის შემოსავლიდან აუნაზღაურდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 22 აპრ 2023, 03:48

    ციტატა: Rick Sanchez

    ციტატა: I N I E S T A 8

    ციტატა: Iniesta_8
    ეს მანჩესტერი რა საწყალი გუნდია და ამათთან გამოვვარდით ჩვენ, ხალხს კიდე ჰგონია რომ ბარსა უკეთესია წელს ვიდრე წინა წლებში.

    რამდენი წლის ხარ?ხშირად მხვდება შენი კომენტარები რატო დიდი ანგარიშეით ვერ ვიგებთ ხავი ის არაა ვინც გვინდა არაფერი ეტყობა ამ გუნდს გამოსწორების ამის მერე კითხვა მიჩნდება ასაკით ხარ პატარა თუ რატო საუბრობ მასე როცა კლუბი უკიდურეს მდგომარეობაშია ეკონომიკურად,ასევე შეუფერებელი ფეხბურთელები გვყავს იმიტომ რომ ფული არ გვაქ და რეგისტრაცია არ შეგვიძლია ფეხბურთელის ცალკე ტებასი პერესი წალკე უეფა ტრავმები და ამის ფონზე ამბობ წინავლა არააო?ჯერ ოს გაათბითცობიერეთ რა ვითარებაშია გუნდი და მერე მოითხოვეთ ანგარიშები ტრანსფერები და შედეგი.

    55 მილიონად ტორესი და 60 მილიონად ნაყიდი რაფინია კარგად დაარეგისტრირეს. თან ეგენიც ჩავის შერჩეული ხალხია. 5 ვინგერია გუნდში და დემბელე ჰგავს მარტო ფეხბურთელს. არ თქვა ახლა ჩავის ბრალი არ არისო.

    Ramdeni wlisac ar unda iyos swors ambobs. Erti chamovtvalot shemadgenloba da wingerebs tu gamovaklebt visze naklebi saxelebi gvyavs. Vafshe taqtikis gartymashi araa xavi,magis agiareba kide kiar texavs realobaa.awi ras izams ar vici,gmertma qnas guardiolaze monstri barca sheqmnas mara meechveba ….

  • Rick Sanchez
    schedule 21 აპრ 2023, 16:57