ბოლო პერიოდში ლიონელ მესის მომავალს “პარი სენ-ჟერმენზე” მეტად “ბარსელონას” უკავშირებენ. გავრცელებული ცნობით, არგენტინელსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებებიც კი შეჩერდა, თუმცა პსჟ დანებებას არ აპირებს.
არგენტინული გამოცემის Diario Ole-ს ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენს” ლიონელ მესის შენარჩუნება სურს და მისთვის კონტრაქტის მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს. პსჟ-ს საფეხბურთო მრჩეველი, ლუის კამპოსი არგენტინელის გარემოცვასთან მუდმივ კონტაქტშია. პარიზული კლუბი ცდილობს, მესი სპორტული პროექტით მოხიბლოს, ეკონომიკურ პირობებზე მოლაპარაკება კი პრობლემას არ წარმოადგენს.
“ლა პულგას” პსჟ-ს გარდა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების ან ევროპის დატოვების და საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლის ვარიანტები აქვს. “ბარსაში” დაბრუნება კატალონიელების ფინანსურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული, თუმცა კლუბი FFP-ს მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს და, თუ ავტორიტეტულ ჟურნალისტებს ვენდობით, მესის “ბარსელონაში” დაბრუნება საკმაოდ რეალურია.
Ole-ს ცნობით, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 35 წლის ფეხბურთელთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ლეო ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

მესი თუ მანდ დარჩა უთავმოყვარეობა იქნება
ქაჯობანა აქვთ კლუბში:
მენეჯმენტი, სპორტული გეგმები, დისციპლინა…
საკუთარი სახლი ყოველთვის უფრო თბილია, ვიდრე სასტუმრო ან ნაქირავები სხვისი სახლი.
Psgm neimarii dzalit datova mbape dzalit datova mara mesistan eg argauvatt mas sadac surs iq itamashebs. Mas ki barcashi surs da gmertit wels dabrundeba leo barcashi
პსჟ მესის დარწმუნებას შეეცდება | Ole[u][/u]
მესის დარწმუნებას თავიანთი გულშემატკივარი დაარწმუნონ, აუხსნან იმ ველურ ფრანგებს,რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სტვენა არ ეკადრება. ამაზე ფრანგმა ჟურნალისტებმაც და ყოფილმა ფეხბურთელებმაც ილაპარაკეს, და ყველაზე სერიოზულებმა მესის წასვლაც ურჩიეს იმიტომ რო ფრანგები არ არიან ღირსი ცოცხალ ლეოს უყურონ ყოველ შაბათ-კვირას.
აი ლეო ოქროა იასნა, მარა თუ დარჩა პსჟ ში უკვე ფულის თემა იქნება. და მაგრა გამიტყდება. სადაც უსტვენენ, სადაც მაგაზე მეტი ხელფასი და დაფასება სხვა კაცს აქვს, დაჟე ორს. სადაც პალაჟენია 0 აქ. მარტო ფული იქნება მიზეზი
პესეჟე არა კრასნოდარი კიდო!
ხალიფჯან, მეფე სახლში ბრუნდება, რით ვერ გაიგეთო!
ყველაფერი იქ უნდა დამთავრდეს სადაც დაიწყო.
ნელა იყავით