“პარი სენ-ჟერმენის” ახალი საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპოსი “ბარსელონაში” მუშაობის დაწყების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებამ სიტუაცია შეცვლა.
ლაპორტას წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლუის კამპოსი “ბარსელონას” სპორტულ სექციაში დასაქმების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. მასთან განსაკუთრებით ახლო კონტაქტი ჰქონდა “ბლაუგრანას” ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტს, რაფა იუსტეს.
Sport-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ლაპორტამ არჩევნები მოიგო, ლუის კამპოსს აცნობეს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი მატეუ ალემანი იქნებოდა, ის კი თანაშემწე უნდა ყოფილიყო, რაზეც პორტუგალიელმა უარი განაცხადა.
ლუის კამპოსმა, როგორც სპორტულმა დირექტორმა სახელი “მონაკოში” მუშაობით გაითქვა. მის სახელს უკავშირდება რადამელ ფალკაოს, ჟოაუ მოუტინიუს, ხამეს როდრიგესის, ფაბინიოს, ანტონი მარსიალის, რიკარდო კარვალიუს, დიმიტარ ბერბატოვის, ბერნარდუ სილვას, ტიმო ბაკაიოკოს, ჯოფრი კონდოგბიას, ტომა ლემასა და სხვების ტრანსფერები. ცოტა ხნის წინ კი კამპოსი პსჟ-ს სპორტულ მრჩევლად დაინიშნა და მოსალოდნელია, რომ ის პარიზული გუნდის შემადგენლობაში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.
და როდის აქეთ გვაინტერესებს პსჟ-ს შიდა სამზარეულო. მახსოვს აქ ზოგიერთს მესის ამბებიც არ აინტერესებდა სწორედ ამ მიზეზით. მითუმეტეს ვინმე ლუის კამპოსის ამბები, ღმერთმა ხელი მოუმართოს იქ სადაც არის.
იყოს სადაცაა არაა პრობლემა ბარსას ყავს ხალხი ვინც იდეალურად მიშაობს
ჩემი აზრით ალემანი საკმაოდ კარგად მუშაობს.
ისე რაფინიაში რო ძლევენ ამხელა თანხას 60მილიონს არ ჯობდა მანეში გადაეხადათ 30 მილიონი? თან ძაან მშრომელი ფეხბურთელია სადიო