“ბარსელონას” ახალგაზრდა მეკარეს, ინიაკი პენიას მსურველი საფრანგეთში გამოუჩნდა. 23 წლის ფეხბურთელის უფასოდ დამატებით დაინტერესებული “პარი სენ-ჟერმენია”.
პენია “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის კატალონიურ კლუბში 10 წელია, ირიცხება, თუმცა “ბლაუგრანას” პირველი გუნდის მაისურით ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.
გასულ სეზონში ინიაკი “გალათასარაიში” იყო განათხოვრებული და თურქულ გუნდში მან თავი კარგად წარმოაჩინა. იმავე დროს “გალას” სპორტული მრჩეველი იყო ლუის კამპოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ “პარი სენ-ჟერმენის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
AS-ის ცნობით კამპოსს ინიაკი პენიას ფეხით თამაში და რეაქცია მოსწონს და აპირებს, მას პარიზში გადასვლა შესთავაზოს. ინიაკი ჯიჯი დონარუმას რეზერვისტად განიხილება.
პენიას “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან პსჟ-ს მასთან მოლაპარაკებების წარმოების უფლება ექნება, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე “ბარსა” ხელშეკრულებას არ გაუხანგრძლივებს.
ინიაკის მეორე მეკარედ ხედავს ჩავიც, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ გუნდმა ამჟამად ამ სტატუსის მქონე ნეტუ გუნდიდან გაუშვას.
ძალიან კარგი ბიჭია. ბარსა ბ – ში პენალტებს მაგრად იღებდა. ფეხით თამაში უვარგა და კარის ხაზზეც მშვენიერია.
მე ლიჩნად მომწონს ეს ბიჭი, გალაში საკმაოდ კარგი იყო, მეორე მეკარედ რო მიეცეს შანსი, ორ წელიწადში შტეგოს ნა*უიზე გაუშვებს 😆
პენია მეორე მეკარე უნდა იყოს
არნაუ ტენასი მესამე
მშვენიერი, იმედია ნეტუს მაღალ ხელფასსაც მოვიშორებთ და პენია ან არნაუ ტენასი ეყოლება შტეგენს სკამზე რო მოუჭიროს და აკრიფოს ფორმა
პსჟ-ს მე პირადად უფასოდ ნაგავსაც არ მივცემ. უფასო შანდალა არ უნდა შეიხს?
მე პირადად არნაუ ტენასი მირჩევნია ამას, მეტი გამოცდილება აქვს თუნდაც ბარსა ბ_ში, გამოცდილება სათამაშო დროის სიმრავლით! თან კარგი კიპერია არნაუ!
და რატომ გაუშვებენ უფასოდ, ვითომ არ გაახანგრძლივებს? 10 წელია ბარსაში ირიცხება და დავიჯერო არაფერი აღარ აკავშირებს გუნდთან.
შტეგენას რო ტრავმა ჰქონდა ნეტუმ კარგად ჩაანაცვლა ერთ ორ შეცდომას თუარ ჩავთვლით,რაც მარტო მისი ბრალი არ იყო მაგრამ დროარის წავიდეს და მეორე მეკარის სტატუსი პენიას დაუთმოს
არანაირად, მეორე მეკარედ შესანიშნავია
ამ ბიწს შნსი უნდა მისცენ აუცილებლად გაამართლებს გალათასარაიში კარგად ითამაშა
პენია უნდა დავიტოვოთ და როტაციაში ვათამაშოთ,ნმერე შტეგენიც მიხვდება რომ გარანტირებული არააქ სასტარტო და გამოფხიზლდება უფრო
ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ და ეგაა