ლა კორუნიის “დეპორტივოს” თავდამსხმელმა, ლუკას პერესმა განაცხადა, რომ “ბარსელონაში” გადასვლის შანსი ჰქონდა:
როცა “ალავესში” ვთამაშობდი, “ბარსადან” შემოთავაზება მივიღე, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, რადგან ბასკურმა კლუბმა ჩემი გამოსასყიდი თანხის (€15 მილიონი) გადახდა მოითხოვა.
ჩემი გამოსასყიდი €8 მილიონი რომ ყოფილიყო, “ბარსელონას” ფეხბურთელი ვიქნებოდი. კატალონიელები ჩემს სანაცვლოდ სწორედ ამდენს იხდიდნენ.
პერესი “ალავესში” 2019-2021 წლებში ასპარეზობდა. ამჟამად 34 წლის ესპანელი მშობლიურ “დეპორტივოსთან” ერთად მე-3 ლიგაში თამაშობს.



ბრაიტვეიტი მოიყვანეს ამის ნაცვლად ხომ?
არ ყოფილა შენი ბედი და რა გიყოთ, ისე ეს ბასკები რაღაცით სერესოს გვანან, თუ ვინმეს გაყიდვის შანსი გაჩნდა მყიდველს სისხლს გამოწოვენ ბოლომდე.