გუშინწინ როდრი ერნანდესმა “მანჩესტერ სიტის” რიგებში მიუნხენის “ბაიერნს” ბრწყინვალე გოლი გაუტანა და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კვლავ მიიქცია.
ესპანელი საყრდენი პეპ გვარდიოლას ხელში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა და ესპანეთის ნაკრებში სერხიო ბუსკეტსიც შეცვალა.
Sport-ის ინფორმაციით, როდრის შანსი ჰქონდა, ლეგენდარული თანამემამულე “ბარსელონაშიც” შეეცვალა, მაგრამ კატალონიურ კლუბს ტრანსფერამდე ცოტა დააკლდა.
წყაროს ცნობით, “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი (2015-2018) როდრის შეძენით ინტერესდებოდა და სატრანსფერო სამიზნეთა სიაში ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ, მადრიდის “ატლეტიკომ” “ვილიარეალს” მის სანაცვლოდ €20+€5 მილიონი შესთავაზა და ახალგაზრდა ფეხბურთელი გადაიბირა.
რობერტ ფერნანდესი მიიჩნევდა, რომ როდრი სერხიო ბუსკეტსის იდეალური შემცვლელი იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრანსფერი ვერ განახორციელა.
როდრი “ატლეტიკოში” 2018 წელს გადავიდა, 1 წლის შემდეგ კი “მანჩესტერ სიტიმ” მის სანაცვლოდ €70 მილიონი გადაიხადა.
2018 წელს რომ მოსულიყო ვერ გაამართლებდა
როდრის მოყვანა ყოველთვის უნდოდათ რაც მახსოვს მარა არ შეთავაზა არავინ მოდით წაიყვანეთო, ამიტო იყიდეს არტურები და კუუტინიოები🙂
რა იქნებოდა ფერანის და რაფინიას ტრანსფერი ჩაშლოდათ და ეს გაეფორმებინათ, მაგრამ ამათ ვერ ისწავლეს სწორი ტრანსფერის პოვნა, მოკლედ ვერ გაარტყეს.
სეტიენის და კუმანის ხელში მეველეც ვერ გახდებოდა ეს ბარსაში ფეხბურთელი კიარა :)))
ჩვენთან ბუსის სკამი იქნებოდა და ვერ განვითარდებოდა საკმარისად. წარმოიდგინეთ ტიპი სიმეონეს გუნდის ბურჯი იყო, დაცვაში თამაში და ფიზიკური სიძლიერე გაიუმჯობესა, მერე პეპთან წავიდა და კლასი ინტელექტი პასის კულტურა და პოზიციური თამაში გაიუმჯობესა. ფაქტიურად სრულყოფილი დოსიე აქვს. იმედია ოდესმე მოუნდება ახალი გამოწვევა ან პეპი წავა და ეგეც გაყვება. ანუ აქ მოვა
იმენა იდეალური ტიპია…
როდრი ბერნარდო და მბაპე რო გვყავდეს ეუფ🫢
რა დრო დადგა ფეხბურთელებს ბარსას მაგივრად ატლეტიკოში ვილიარეალში და აასეთ გუნდებში რო ურჩევნიათ. ახლა კი არის სიტიში მარა თავის დროზე რო ატლეტიკო ამჯობინა