ვიქტორ ვალდესი: ”ისინი მთელი გუნდით თავს იცავდნენ. ”მილანთან” ნათამაშები ფრის შემდეგ აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ლეო მესის, ის უკვე ”ბარსელონას” ისტორიის განუყოფილი ნაწილია”.
დავიდ ვილია: ”მესი ბრწყინვალეა. ის აგრძელებს რეკორდების დამხობას. ბედნიერები ვართ, რომ მას ამაში ვეხმარებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბურთის ფლობას. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ყოველთვის რთულია. ის რაც მინსკში შევძელით ჩვენი დამსახურებაა. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. კმაყოფილი ვარ როგორც გუნდური, ასევე პირადი შედეგებით”.
ჩავი ერნანდესი: ”ისინი საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტნენ და ჩვენ სიამოვნების მიღების უფლება მოგვცეს. ”ბატეს” არ სურდა საკუთარი ნახევრის დატოვება. ნახდახან რთულია, როცა მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში ზის, მაგრამ მათი გატეხვა მოვახერხეთ. ის, რაც მესიმ გააკეთა სიგიჟეა. გყავდეს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი – შეუფასებელია”.



