workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და როსალიას კოლაბორაციამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა

ბარსელონასა და როსალიას კოლაბორაციამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა

Spotify-სთან შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, დღეს “ბარსელონას” მაისურზე, კატალონიელი მომღერლის, როსალიას ალბომის ლოგო იქნება დატანილი. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამ კოლაბორაციამ შესანიშნავი შედეგი მოიტანა და დღევანდელი “ელ კლასიკო” კიდევ უფრო საჯარო გახადა. წყაროს ცნობით, კატალონიურმა კლუბმა €1999-ად შეფასებული 22 მაისური 24 საათის ფარგლებში გაყიდვა, დარჩენილია მხოლოდ €399-იანი რამდენიმე ფორმა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინიც მალე გაიყიდება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ “ბარსასა” და როსალიას ერთობლივმა პოსტმა Instagram-ზე 5 მილიონს მოწონებას გადააჭარბა, ბევრმა ადამიანმა კი გააზიარა კიდეც.

როსალია 2022 წელს Spotify-ზე ყველაზე პოპულარული ესპანელი მომღერალი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 19 მარ 2023, 15:07

    მაყუთი თუ შემოდის, ბეჭდონ ეს ლოგო მუდმივად რა პრობლემაა.