workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრისიო დიასს ევროპაში წამოსვლა ჯერ არ სურს

ფაბრისიო დიასს ევროპაში წამოსვლა ჯერ არ სურს

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონა” 20 წლის ურუგვაელი ტალანტით, ფაბრისიო დიასით ინტერესდება. 

შემდეგ გავრცელებული ცნობებით, დიასს უნდა გადაეწყვიტა, მომავალ ზაფხულში ევროპაში წამოვიდოდა თუ ჯერ ისევ სამხრეთ ამერიკაში დარჩებოდა.

Sport-ის ინფორმაციით, ფაბრისიომ ეს უკანასკნელი ვარიანტი აირჩია – მას სამხრეთ ამერიკაში მინიმუმ კიდევ 1 სეზონით დარჩენა და გამოცდილების იქ მოპოვება სურს.

ამავე წყაროს თანახმად, ურუგვაელის შეძენის სურვილს “ფლამენგო” და “რივერ პლეიტი” გამოთქვამენ. მისთვის ბრძოლაში ფავორიტი ბრაზილიური კლუბია.

ამჟამად, ფაბრისიო დიასი მონტევიდეოს “ლივერპულში” ასპარეზობს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Rick Sanchez
    schedule 16 მარ 2023, 22:13
    #3

    დარჩი 25 წლამდე მანდ და მერე წადი პრემიერ ლიგაში სადმე დაბალი დონის გუნდში. ფუ დებილი

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 16 მარ 2023, 20:05
    #2

    Amas garekili qonia,20 wlis kaci europashi wamosvlaze ikavebded tavs me ar gamigia…

  • nika 54
    schedule 16 მარ 2023, 20:01
    #1

    20 წლის ფეხბურთელს რაღა გამოცდილების მოპოვება უნდა, აგერ 18 წლის გავი მოედანზე ცეცხლს ანთებს.