2016 წელს დანი ალვესის წასვლის შემდეგ, მის პოზიციაზე პრობლემები ვერ მოგვარდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა არაერთი მარჯვენა მცველი შეიძინა.
ამჟამად მარჯვენა ფლანგი ჟიულ კუნდეს უკავია, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია. ჩავის შემადგენლობაში პოზიციით მარჯვენა მცველი არ ჰყავს.
კატალონიურმა კლუბმა “ლოს ანჯელეს გელექსიდან” ხულიან არაუხო შეიძინა, მაგრამ ის ზაფხულამდე ვერ ითამაშებს.
ცოტა ხნის წინ ჟოან ლაპორტამ თქვა, რომ მარჯვენა მცველს ეძებს. მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსა” შეეცდება, ძირითადი შემადგენლობისთვის ამ პოზიციის მოთამაშე შეიძინოს.
“ბარსელონამ” იანვარში ფინანსური პრობლემების გამო ჟოაუ კანსელუს დამატება ვერ შეძლო, მაგრამ Sport-ი იტყობინება, რომ კლუბი მას ზაფხულში მიუბრუნდება, როცა ფეხბურთელი “ბაიერნიდან” (სადაც ამჟამად იჯარით ასპარეზობს) “მანჩესტერ სიტიში” დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ კანსელუს აგენტი ჟორჟე მენდეშია, რაც “ბარსას” საქმეს უადვილებს, რადგან ჟოან ლაპორტას მასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.



Gaaj*einet
რავიცი რავიცი, აშკარად არ თამაშობს არც ბაიერნში და არც ნაკრებში…
ის ახალგაზრდა აგერ უწერიათ ზაფხულამდე ვერ ითამაშებსო, 18 წამის ამბავია რა. მაგრამ ვერც კანსელუ ხო ვერ ითამაშებს მანამდე და რაღას ფაფხურობენ. ფული არა გვაქვს და ტყუილი ლაპარაკი რათ უნდათ.
აბა ის არაუხო სკამის გასათბობად დაიმატეს კიდე ერთი საწყალი ახალგაზრდა თუ ეს მართლა დაიმატეს. კიდე კაი ალბა გადაღძუვდა თორე ბალდეც გაფუჭდებოდა თავისი წინამორბედებივით. აქ ხო სუ ესეა სანამ ვიღაცა არ მოგვიკვდება მოედანზე მის პოზიციაზე სხვა ვერ გაიხარებს და მერე გვიკვირს რატო ვერ ივარგაო. უთამაშებლობა მესი რო მესია იმას დაეტყობოდა
ტიპი მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა და მარცხენა მცველია ერთდროულად მაგრამ რაღაც აყლიოზი სჭირ ამ ბოლო დროს, ზუსტად იმ ასაკში როცა კარიერის პიკში უნდა იყოს სტაბილურად… რატომღაც მგონია უკან უკან მიდის ეს კაცი და იმედია ვცდები
ბაიერნი არ აპირებს გამოსყიდვას, სიტისაც არ უნდაო გუნდში დატოვება და ამბობენ იჯარის შესაძლებლობა გამოჩნდებაო
კარგია ეს ძალიან, გუშინაც კარგად ითამაშა. არვიცი როგორ მოყავთ, როცა ფეხბურთელების დარეგისტრირება უჭირთ და თან ლა ლიგის პრეზიდენტი ისე გვაკვირდება არაფერი გამოეპარება, მაგრამ თუ მოვიდა ეს მარჯვნივ ძაან კარგი იქნება, ცენტრში საბოლოოდ დამკვიდრდება კუნდე-არაუხო და მარცხნივ ბალდე მაგარი იქნება.