workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიაკი უილიამსი: ტერ შტეგენის მაისური ჩარჩოში ჩავსვი

ინიაკი უილიამსი: ტერ შტეგენის მაისური ჩარჩოში ჩავსვი

ბილბაოს “ატლეტიკის” შემტევმა, ინიაკი უილიამსმა “ბარსელონასთან” შაბათს გასამართ მატჩამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა:

ტერ შტეგენს ძალიან ვაფასებ. 2015 წელს, სუპერთასის მოგების შემდეგ, მას მაისური ვთხოვე, რომელიც შემდეგ ჩარჩოში ჩავსვი.

 საბედნიეროდ, გერმანელის წინააღმდეგ კარგი სტატისტიკა მაქვს, რადგან მას 6 გოლი გავუტანე.

ჩვენთვის ინიგო მარტინესი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ის კარიერას აქ დაასრულებს და არა “ბარსაში”. მაგრამ, არ გამიკვირდება, თუ კატალონიური კლუბი ინიგოს დამატებას შეეცდება, რადგან ის ძალიან კარგი მოთამაშეა.
ჩავის გუნდის დაცვის სტილი შესანიშნავია. მან “ბარსელონას” ფანებს იმედი დაუბრუნა.
მიხარია, რომ არაუხო ჩვენთან მატჩს გამოტოვებს. სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ თამაში უკვე მომიწია. ურუგვაელი საოცარი მცველია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • Rick Sanchez
    schedule 10 მარ 2023, 21:56

    არაუხოზე რა მაგრად თქვა😅😅

  • nika 54
    schedule 10 მარ 2023, 16:38

    ის 0-4 რო მახსენდება ნერვები მეშლება. განმეორებითში ხო ვაბშე გადა-ვეს ამათ თავზე, პიკეს ცხვირი რო გაუტეხეს და მისი პროტესტის შემდეგ საერთოდ რო გაგვიძევეს მოედნიდან. საზიზღარი გუნდია მოედანზე კაციჭამიებს ემსგავსებიან.