workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა სოფიან ამრაბატით კვლავ ინტერესდება

ბარსელონა სოფიან ამრაბატით კვლავ ინტერესდება

ჟურნალისტ ფერან კორეასის ცნობით, “ბარსელონა” სოფიან ამრაბატით კვლავ ინტერესდება. 

კატალონიურმა გრანდმა ჯერ არ იცის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაროკოელის შეძენას შეძლებს თუ არა, თუმცა ფეხბურთელი კლუბის რადარზე რჩება.

ხავიერ ტებასი აცხადებს, რომ “ბარსა” ზაფხულში ტრანსფერების განხორციელებას ვერ შეძლებს, მაგრამ მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი მომავალ სეზონს უკვე გეგმავენ.

ამრაბატმა ზამთარში ყველაფერი გააკეთა, რომ “ბარსელონაში” გადმოსულიყო, მაგრამ “ფიორენტინამ” მის გაშვებაზე უარი თქვა და თანაც, “ბლაუგრანას” ხელი ფინანსურმა პრობლემებმა შეუშალა.

ზაფხულში სოფიანის ტრანსფერი სერხიო ბუსკეტსის მომავალსა და კატალონიელთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 11 მარ 2023, 10:42

    Es bichi saswauli igrokia da ar minda davkargot. Prosta ramdenad gveqneba mayuti eg temaa ra.

  • Rick Sanchez
    schedule 08 მარ 2023, 22:54

    დაივიწყეთ ტრანსფერები წელს, შანსი არაა ტებასი მაგის უფლებას არ მოგვცემს

  • nika 54
    schedule 08 მარ 2023, 15:23

    არა მგონია ტებასმა ვინმეს მოყვანის უფლება მოგვცეს. არ დაგვირეგისტრირებს და მორჩა, წადი და უჩივლე მაგ ძაღლის შვილს.

  • Don_Andresito
    schedule 08 მარ 2023, 12:07

    ციტატა: I N I E S T A 8
    პავარი,ამრაბატი,ალვარესი და ერთ შემტევს კიდე მოიყვანენ და ეს იქნება ბარსელონას ტრანსფერები ზაფხულში და შესაძლოა მესიც მოვიდეს🙃


    ჩემი აზრით არც ერთი ტრანსფერი არ შედგება მაქედან. მარჯვენა მცველს აღარ იყიდიან, კუნდე არაუხო (მექსიჯელი) ყავთ, პლიუს კოჭლი რობერტო რჩება. ამრაბატი ძვირია უფრო გიუნდოგანზე იჩალიჩებენ. ალვარესს სიტი არ მიგვცემს, შანსი 0. მოიყვანენ კარასკოს და იმ ვიტორ როკეს.

  • I N I E S T A 8
    schedule 07 მარ 2023, 23:19

    პავარი,ამრაბატი,ალვარესი და ერთ შემტევს კიდე მოიყვანენ და ეს იქნება ბარსელონას ტრანსფერები ზაფხულში და შესაძლოა მესიც მოვიდეს🙃