workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი ბილბაოსთან ვერ ითამაშებს

პედრი ბილბაოსთან ვერ ითამაშებს

RAC1-ისა და Relevo-ს ცნობებით, პედრი გონსალესი “სან მამესზე, 12 მარტს ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. 

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” სახლში გამართულ მატჩში მიიღო. ის გარისკვას არ აპირებს და დაბრუნებას არ ჩქარობს.

პედრის დაბრუნებას 3-4 კვირაში ვარაუდობდნენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო გავიდა, სამწვრთნელო შტაბი სიფრთხილეს იჩენს. გასულ სეზონში მან ძალიან ბევრი ითამაშა, რის გამოც სეზონის დასკვნითი ნაწილი ფიზიკური პრობლემების გამო გამოტოვა – “ბარსაში” იგივეს გამეორება არ სურთ.

ტრავმის შემდეგ პედრიმ ლა ლიგაში 3 მატჩი გამოტოვა, გუნდს ვერც “რეალ მადრიდთან” კოპა დელ რეიზე გამართულ შეხვედრაში დაეხმარა და ვერც “ბილბაოსთან” ითამაშებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 08 მარ 2023, 22:44

    კაია დაისვენოს კაცო, ბილბაოსთან წესით ისედაც არ გაგვიჭირდება

  • nika 54
    schedule 08 მარ 2023, 15:47

    კლასიკოში თუ მაინც დაბრუნდება?

  • Iniesta_8
    schedule 07 მარ 2023, 17:17

    ციტატა: nikusha
    არაუშავს რეალთან დაბრუნდება და იქნება ხოდზე


    რეალთან დაბრუნდება და ითამაშება ალბათ 30 წუთი, ისიც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, ხიდზე რანაირად იქნენა 1 თვიანი ტრავმის მერე ეგრევე.

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 მარ 2023, 16:37

    ამ ტრამვებს რომ ვერ ვცდებით რისი ბრალია?
    1-ნიკო გონსალესი არ უნდა გაეშვა იჯარით!
    2-დეპაი არ უნდა გაეშვა და გავი, იმის მაგივრად ნახ. დაცვაში ჰყოლოდა შეტევაში ამწესებს ხშირად!
    3-აქეთ ლევანას ტრამვა-ობამას გაშვება, კიდევ ყველაზე დიდი შეცდომა! დემბო-ობას შეთამაშებული დუეტი გავაქრეთ!

  • nikusha
    schedule 07 მარ 2023, 16:26

    არაუშავს რეალთან დაბრუნდება და იქნება ხოდზე

  • nika 54
    schedule 07 მარ 2023, 15:54

    მოკლედ სეზონი ვერ ჩავატარეთ რო ამ ტრავმებს ოდნავ მაინც ავცდეთ რა.