workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა

ბარსელონამ რეალ მადრიდი დაამარცხა

“ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდი” 1-0 დაამარცხა. 

მატჩის ერთადერთი გოლის 26-ე წუთზე გავიდა – მეტოქის საჯარიმოში შესულმა ფრანკ კესიემ კარში დაარტყა, მაგრამ ტიბო კურტუამ აუღო, ასხლეტილი ბურთი კი ედერ მილიტაოს მოხვდა და ავტოგოლი მიითვალა.

მეორე ტაიმში ბურთს ძირითადად კარლო ანჩელოტის გუნდი ფლობდა, თუმცა რეალური მომენტი ვერ შექმნა. აღსანიშნავია ტერ შტეგენის შესანიშნავი თამაში, რომელმაც არაერთი ჩაწოდება ჩაჭრა და მოიგერია, ისევე, როგორც მთლიანად დაცვის ბრწყინვალე პერფორმანსი.

მეორე ნახევარში ჩავის შეგირდებს ერთი 100%-იანი შანსი შეექმნათ, მაგრამ ფრანკ კესიეს დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზზე მდგომ ანსუ ფატის მოხვდა და კოტ-დ’ივუარელს გოლი წაართვა. 

საბოლოოდ, “ბარსამ” რეალ მადრიდს” კარში ზუსტად არ დაარტყმევინა და პირველი ნახევარფინალური მატჩი მოუგო.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 5 მარტს, “კამპ ნოუზე” გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 03 მარ 2023, 11:57

    აი ჰალას გადავხედე და ადმინი ყავთ დიდი გამომგონებელი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების. როცა იგებენ თურმე რეალი იგებს და ჯაბნის ბარსას, დღეს წერს, რომ რეალმა მატჩი დათმოო. გესმით დათმოო!!! როდის იყო რეალი ვინმეს რამეს უთმობდა, დაწერე რო წავაგეთ თქო რა გეპაზორებათ თითქოს პირველი იყოს ბარსასთან წაგება.

  • Lela
    schedule 03 მარ 2023, 11:27

    ამ გუნდით რამე შედეგის დადება ძალიან კარგია ასე რომ არავის ჰქონდეს პრეტენზია რო ან წააგებსნ ან ვერ ითამაშებენ იმიტო რო ზამენაც კი არ გვყვავს .ამ სეზონში ლა ლიგა არის იდეალური

  • Albicelecte
    schedule 03 მარ 2023, 02:34

    რა კაი წასაკითხი სათაურია

  • Clever liar
    schedule 03 მარ 2023, 02:28

    უბნის ეზოში მოხეკილი ხალხით ბერნაბეუზე
    0-1, უბრალოდ დამარცხება კიარა თავზე დაბილწებაა ბატონო გიორგი :)))

  • Genius8
    schedule 03 მარ 2023, 02:27

    დაცვას ბრავო ალონსო არ მეგონა ესე თუ ითამაშებდა დდ ფრენკი კი რავიცი ზე კლასია რასაც ქვია შეტევაზე ხმას არ ამოვიღებ რა ააზრიაქ ბრავო კიდევ ერთხელ მაესტროს აქ ვინც ლანძღავთ ხავუს დღევანდელი თამაშის გამო არვიცი რაუნდა ვთქვა

  • tbilisi
    schedule 03 მარ 2023, 02:24

    ისე რა მაგის პასუხია და ფატი რეალის დაცვის გასაძლიერებლად გამოიყვანა?
    წინაზე ლევანას ააცილა ბურთი თავიდან ეხლა კესიეს 99.9 გატანილი გოლი გამოიტანა რეალის კარიდან.
    ძალიან ცოდოა ეგ ბავშვი

  • Rick Sanchez
    schedule 03 მარ 2023, 02:22

    დაცვიდან ვერავის გამოვარჩევ, ყველამ უმაღლესი დონე დადო, ბრავო მართლა!

  • Kaifarik02
    schedule 03 მარ 2023, 02:20

    ფრენკი იმენა დონეა ტიპი

  • gio-rakitich
    schedule 03 მარ 2023, 02:18

    აბა რაააა 4.5 ორიანი წამოვიღეთ barca-4
    რეალის ყველას ეშინია, რეალს ბარსასი ეშინიააა!!!!!!!!!!!!!

  • JustBarcaLover
    schedule 03 მარ 2023, 02:17

    ანსუს მოუტყ*ნ დედის ტრ*კი მაგის ჩამომთრევს მაგის

  • Andria
    schedule 03 მარ 2023, 02:17

    იმის დედას *ევეცი ვინც ფრენკის გაყიდვა დააპიროს მომავალში