ვიტორ როკე: ვგრძნობ, რომ ბარსელონაში სათამაშოდ მზად ვარ

ვიტორ როკე: ვგრძნობ, რომ ბარსელონაში სათამაშოდ მზად ვარ

ბრაზილიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, ვიტორ როკემ კატალონიურ Sport-ს ინტერვიუ მისცა და “ბარსელონაზეც” ისაუბრა.

როკე, რომელიც 18 წლის გუშინ გახდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იქნება.

კითხვაზე, მზად არის თუ არა, ითამაშოს ევროპაში, კონკრეტულად კი “ბარსელონაში”, როკე პასუხობს:

დიახ, რა თქმა უნდა. ამაზე ვმუშაობ. ტურნირები, რომლებზეც გასულ სეზონში ვითამაშე, – კოპა ლიბერტადორესი და ბრაზილეირაუ, – დამეხმარება იმ დროისთვის, როდესაც ევროპაში წავალ. მიხარია, რომ უკვე 18 წლის ვარ და საზღვარგარეთ თამაშის უფლება მაქვს. ჩემი მიზანია, თავმდაბლობით მუშაობა განვაგრძო, რადგან ღვთის რწმენით ყველაფერი გამოვა.
“ბარსელონა” “ატლეტიკო პარანაენსეს” უკვე დაუკავშირდა? ვცდილობ, აქცენტი ყოველდღიურ შრომაზე გავაკეთო. დარწმუნებული ვარ, რომ თუ კარგად ვიმუშავებ, შედეგი ევროპაში თამაში იქნება.
დიდი მოტივაციაა, როდესაც იცი, რომ “ბარსელონა” გაკვირდება. ეს გაიძულებს, უფრო მეტი იმუშაო.
“ბარსელონას” ინტერესი გამორჩეულ ფეხბურთელად გაქცევს, მაგრამ იმისათვის, რომ ყველაფერი გამოვიდეს, თავმდაბალი უნდა ვიყო. შრომისა და ღმერთის გარეშე არაფერი გამოვა.
ამ კლუბში თამაში არა მხოლოდ ჩემი, არამედ ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. თუ “ბარსაში” გადავალ, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი იქნება. სწორედ ამიტომ შრომა უნდა განვაგრძო, შედეგი კი თავის დროზე მოვა.
როდესაც რობერტ ლევანდოვსკის თამაშს ვუყურებ, ვხედავ, რომ ის დიდებული ფინიშერია. ის ძალიან ეფექტურია. მის თამაშს თვალს “ბაიერნში” ვადევნებდი, ახლა კი იმავეს “ბარსელონაში” ვაკეთებ.
ლევანდოვსკისგან ცოდნის მიღება იდეალური იქნებოდა. გვერდზე რომ ასეთი დონის ფეხბურთელი მყავდეს, ვეცდებოდი, მისგან მაქსიმუმი მიმეღო. თუ ასე მოხდება, ეს ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
“ბარსელონაში” გავისა და პედრის დიდი როლი ადასტურებს, რომ კლუბის ღირებულებაა, ყველაზე წინ ფეხბურთელების ხარისხი დააყენოს, რაც მოტივაციას მმატებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • Bakero
    01 მარ 2023, 23:32

    ციტატა: basa7

    ციტატა: Bakero
    ამას როგორც მახსოვს " ატელიტიკო " პარანაენსე 30 + (მილიონი) აფასებს და ამას ჯობია ისევ ხულიან ალვარესის იჯარაზე იჩალიჩონ ეგეც თუ გამოვა (დედა აფეთქებული ტებასის ხელში rage ) ბრაზილიიდან ვინც (ენდრიკი) მოსაყვანი იყო ის რეალმა წაიყვანა


    ვუყურე ამის ვიდეოებს ძალიან ბევრს, ანუ სუფთა ფორვარდად იდეალური ბიჭია, ცივსუსხლიანი და ზუსტი დარტყმით მარა აი ის რაც სუარეს, ვილიას და სხვებს ქონდათ ეგ ვერ დაუნახე. მთლიანობაში მაინც ყიდვა ჯობს. პოტენციალი აშკარად დიდი აქვს. ნუ ენდრიკთან ვერ მივა მარა მაინც კაია


    ჰო მეც ვუყურე ამის ვიდეოებს რაც დევს მიუხედავად იმისა რომ მაგ ვიდეობით ბოლომდე ვერ შევაფასებ საერთო წარმოდგენას მაინც ქმნიან ეგ ვიდეოები კაი ჯანიანი ბიჭია კარგი დარტყმით ვიზუალით ცოტა ძველ ადრიანოს მაგონებს )) მაგრამ იმის ნახევარი ტალანტი რომ ჰქონდეს რაღა გვიჭირდა :)))) დარტყმა კი ააქვს მოძრავიც არის ჰო სუფთა ფორვარდად თუ განიხილავ აბა ვინგერის სქილები ამის თამაშში მე ვერ დავინახე ! რავიცი აბა მე ვფიქრობ ჩვენ სიტუაციაში მყოფი გუნდისთვის ხულიან ალვარესი უფრო გვჭირდება და თან არ დაგავიწყდეს კიდევ 2 ვინგერი გვინდა არა სკამისთვის ! არამედ ძირითადისთვის ! აი ეგ რომ მახსენდება კიდევ ერთხელ ტებასის ოჯახს მოვიკითხავ

  • ტიტი
    01 მარ 2023, 22:40

    tato777 სადმე დავწერე რომ რომელიმე ბრაზილიელმა ბარსა ფულზე გაყიდათქო?! არა არსად დამიწერია მე დავწერე რომ ფულია მათი ღმერთი. და ბრაზილიელებიდან კონკრეტულად რივალდო და ალვეში იმიტომ გამოვარჩიე რომ საქმით უფრო მეტს ამტკიცებდნენ და ბევრს არ საუბრობდნენთქო. და თუ წაკითხულის გააზრებას ვერ ახდენ ეგ შენი პრობლემაა.

  • nika 54
    01 მარ 2023, 19:22

    ციტატა: Dato.nad
    ვიტორ როკე: ვგრძნობ, რომ ბარსელონაში სათამაშოდ მზად ვარ


    ნეტა ჩვენი ეკონომიური მდგომარეობა თუ იცის ამ ბავშვმა.

  • tato777
    01 მარ 2023, 17:12

    ტიტი,

    ვიტორ როკე "ბარსელონაში" სათამაშოდ ყველაფერს გააკეთებს, – იუწყება SPORT.
    ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი შემტევის დასამატებლად "ბლაუგრანას" აუქციონში ჩაბმა არ მოუწევს.
    17 წლის თავდამსხმელის ფასად 30 მილიონი ევრო (+ ბონუსები) გახლავთ განსაზღვრული. "ბარსასთვის" სახეირო ისაა, რომ "ატლეტიკო პარანაენსე" ამ თანხის 3 ნაწილად მიღებაზე თანახმა იქნება.

    ეს სტატია აქ იდო და აქედან გამომდინარე გეუბნები, რომ ეს და მამამისი დღესვე მზადაა აქ გადმოსასვლელად პრობლემას ზუსტად გუნდი ქმნის, რომელიც დიდ თანხას ოთხოვს.
    ეხლა რაც შეეხება ფულზე გაყიდულ ბრაზილელებს, როგორც დაწერე ზუსტად ისე გავიგე, ახსენე რივალდო და ალვეში და მე მოგწერე სხვებმა რონალდომ, რონალდინიომ და სხვებმა როდის გაყიდესთქო? და თუ გლიბალურად საუბრობ მარტო ბრაზილიელები იყიდებიან ფულზე და სხვები არაა?? დღეს ყველა იყიდება არგენტინელიც, ინგლისელიც, გერმანელიც და რაც მბამპემ გააკეთა ამ ზაფხულს არავის მსგავსი არ გაუკეთებია.

  • basa7
    01 მარ 2023, 16:21

    ციტატა: Bakero
    ამას როგორც მახსოვს " ატელიტიკო " პარანაენსე 30 + (მილიონი) აფასებს და ამას ჯობია ისევ ხულიან ალვარესის იჯარაზე იჩალიჩონ ეგეც თუ გამოვა (დედა აფეთქებული ტებასის ხელში rage ) ბრაზილიიდან ვინც (ენდრიკი) მოსაყვანი იყო ის რეალმა წაიყვანა


    ვუყურე ამის ვიდეოებს ძალიან ბევრს, ანუ სუფთა ფორვარდად იდეალური ბიჭია, ცივსუსხლიანი და ზუსტი დარტყმით მარა აი ის რაც სუარეს, ვილიას და სხვებს ქონდათ ეგ ვერ დაუნახე. მთლიანობაში მაინც ყიდვა ჯობს. პოტენციალი აშკარად დიდი აქვს. ნუ ენდრიკთან ვერ მივა მარა მაინც კაია

  • ტიტი
    01 მარ 2023, 16:05

    tato777 არაფერი არ მეშლება შეგიძლია გადაამოწმო პრესკონფერენციაზე რაც ისაუბრეს და მხოლოდ ბარსას ბრაზილიელების არ მაქვს საუბარი და ჯობდა კარგად წაგეკითხა რა დავწერე.

  • I N I E S T A 8
    01 მარ 2023, 15:26

    ციტატა: Bakero
    ამას როგორც მახსოვს " ატელიტიკო " პარანაენსე 30 + (მილიონი) აფასებს და ამას ჯობია ისევ ხულიან ალვარესის იჯარაზე იჩალიჩონ ეგეც თუ გამოვა (დედა აფეთქებული ტებასის ხელში rage ) ბრაზილიიდან ვინც (ენდრიკი) მოსაყვანი იყო ის რეალმა წაიყვანა


    ალვარესი მოიყვანოს ბარსელონამ და მშვიდობაში მოახმაროთ ენდრიკი რაც რეალთან გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება გოლი არ გაუტანია 10-12 თამაშია უკვე.არაფერს ვერჩი ენდრის კარგი ბავშვია მაგრამ ფაქტია ბრაზილიური სისხლი იგრძნობა ხასიათებში😃ალვარესი დაგვხატავდა რასაც ქვია იჯარა ზაფხულში ერთ წლიანი და მერე გამოვისყიდით.სამივე შემტევის ადგილზე მოსაყვანია ძირითადის ფეხბურთელები და არა რაფინიას მსგავსი რუდიგერები 😃😃😃

  • tato777
    01 მარ 2023, 15:00

    ტიტი,

    მეგობარო გეშლება ამას და მამამისს არანაირი აუქციონი არ მოუწყვიათ, პირიქით ამასთან და აგენტთან ყველაფერი იანვარშივე შეთანხმებული იყო, კლუბმა პარანენსემ მოაწყო აუქციონი, ბარსამ 25 შესთავაზა და ეგრევე დაბლოკა, კლუბი 35-40 მილიონს ითხოვს. თორემ ამ ბავშვმა ღიად განაცხადა, რომ ბარსაში თამაშია მისი ოცნება.
    რივალდოს და ალვეშს, რომ ახსენებ მე არცერთი ბარსას ბრაზილელი არ მახსოვს ბარსა რომ ფულზე გაეცვალათ. ნეიმარი იყო ერთი დედით ბ….. თორემ არც რონალდინიოს და არც რონალდოს ბარსა ფულზე არ გაუცვლიათ. რონალდო გაყიდა ბარსამ უფულობის გამო, ხოლო რონალდინიომ კი როგორც თითქმის ყველა ბრაზილიელი ყველაფრის მოგების შემდეგ გულაობაზე გადავიდა, ვარჯიშებზე ბუხოიმ დაიწყო სიარული და მაგიტომაც გაუშვა გვარდიმ. რომარიოზე ხომ საერთოდ ფულის თემა არაფერ შუაშია.ტიტი,

    იყო ჯოვანი, იყო ბელეტი, იყო ედმილსონი ესენი ყველა წავიდა სპორტული კუთხით, სკამზე ჯდომა არავის უნდოდა და ვერც ვერავის მოთხოვ სკამზე იჯდეს და ხმა არ ამოიღოს.

  • La Pulga10
    01 მარ 2023, 14:40

    ჰე არ გაუშვათ ხელიდან ეს ბიჭი.ალვარესიც დასათრევია იჯარით მაინც.ფლლანგზე რო დააყენო ნებისმიერ ბარსას ვინგერს აწოვებს.თუ ყიდვაა კიდე ალვარესი იყიდონ ჯობია.რამდენსაც ამაში ითხოვენ კიდე მაგდენი დაამატონ და ალვარესი დაითრიონ.

  • ტიტი
    01 მარ 2023, 14:16

    ბრაზილიელები ყოველთვის ბევრს საუბრობენ ღმერთზე, თავმდაბლობაზე და შეომაზე თუმცა ყოველთვის მათი ღმერთი ფული იყო და არის. 25 წელზე მეტი ბარსას ვგულშემატკივრობ და სულ ორი ბრაზილიელი მახსოვს ვინც საქმით უფრო მეტს ამტკიცებდა ვიდრე საუბრით. ერთი იყო რივალდო და მეორე ალვეში.
    ასე რომ როდესაც არაფერი გაქვს დამტკიცებული და მამაშენმა, შენ და შენმა აგენტმა, უკვე აუქციონი რომ მოაწყვეს, ეს რაზეც მეტყველებს ადვილი მისახვედრია. ამას ჯობია ალვარესის იჯარა და ეგებ მოვახერხოთ გამოსყიდვაც
    და უფრო იაფიც დაგვიჯდება მგონია თუარა ამ ვაი ბრაზილიელების ხელში ვერ გავიხარეთ ისედაც.

  • Dato.nad
    01 მარ 2023, 13:15

    ტიპმა იმდენი ილაპარაკა ბარსელონაზე ფაქტიურად გვეხვეწა წამიყვანეთ მალეო ;დდ

  • lukaaa
    01 მარ 2023, 13:15

    ხვალინდელ კლასიკოზე რას ფიქრობთ? მგონია რო ვერ გაგვანადგურებენ,მაქსიმუმ მოგვიგონ 1 ბურთით,ყველას ჩამოწერილი ყავს ეხა ბარსა და ისედაც ხოვიცით რეალთან როგორ ვთამაშობთ ხოლმე,მაგრამ ისიცარი რო რეალს მაგ თასის მოგება უნდა და არამგონია ისე ითამაშონ როგორც ფინალში გვეთამაშნენ

  • Bakero
    01 მარ 2023, 13:14

    ამას როგორც მახსოვს " ატელიტიკო " პარანაენსე 30 + (მილიონი) აფასებს და ამას ჯობია ისევ ხულიან ალვარესის იჯარაზე იჩალიჩონ ეგეც თუ გამოვა (დედა აფეთქებული ტებასის ხელში rage ) ბრაზილიიდან ვინც (ენდრიკი) მოსაყვანი იყო ის რეალმა წაიყვანა

  • Fc Barca Batumi
    01 მარ 2023, 13:11

    მიდი მიდი კაი ჯიგარი ხარ!
    წელს როგორმე ლალიგა უნდა მოიგოთ!
    გუნდი გასაწმენდია, ყველა ვარიანტში გაუშვით: ტორესი, გარსია, რობერტო, ფერანი და ფატი

  • ♠️Spookyfy♠️
    01 მარ 2023, 11:24

    Ra sakaifod ibazra,mshvenieri da azriani bichi chans,tavmdabloba brazilielebis tviseba didad araa… Arc shromismoyvareoba,es tu haraloze ar bazrobs sagol am bichs. Mosayvania ra da erti weli leva gamozrdida gemrielad,finishingis ambavshi tore dalshe braziliels iseti ra und aaswavlo.