“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ჟუნიორ ფირპო კატალონიურ კლუბსა და მის რამდენიმე მოთამაშეზე საუბრობს:
რაფინიას ძლიერი მენტალიტეტი აქვს და კარგ სადებიუტო სეზონს ატარებს.
ვფიქრობ, “ბარსა” ახლა იმაზე რადიკალურად განსხვავებულია, რაც ბოლო წლებში იყო.
ფრენკი დე იონგს ვესაუბრე. ის ძალიან ბედნიერია.
არაუხო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, თუ საუკეთესო არა. მისი ასეთი განვითარება დაუჯერებელია.
როცა კატალონიაში ვიყავი, ბალდემ გამაოცა. მისი პროგრესი შესამჩნევი იყო. ალექსი თვითმფრინავივით იყო, ძალიან სწრაფი და ახალგაზრდა. ახლა ის დაცვაშიც კარგია. “ბარსას” მარცხენა ფლანგზე პრობლემები 10 წელი არ ექნება.
ზოგჯერ მინდა, რომ “ბარსელონაში” ვიყო იმ გამოცდილებით, რომელიც ახლა მაქვს.
ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” “ბლაუგრანა” ფავორიტია. გუნდს პედრისა და გავის დანაკლისი აქვს, მაგრამ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.
ფირპო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2019-2021 წლებში ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 41 მატჩი, 2 გოლი და 3 ასისტია.



არ გაახარა ამან მბაპე პარისთან მატჩში 1-1 რომ დასრულდა პარიზთან
ისე ეს არც ისეთი ცუდი არ იყო, პსჟსთან თამაშში მბაპესთან ძაან კარგად ითამაშა და მეგონა კუმანი თუ მისცემდა შანსს მაგრამ დაალპო სკამზე და არცაა გასაკვირი რომ ვეღარაფერი გააკეთა ბარსაში
es barsas yvelaze didi shecdoma iyo es da dini
ეს ფეხბურთელი თუ არსებობდა არც კი გამხსენებია

ქამბექებით რო გვაკვირვებენ, ალბათ დაავიწყდათ ყველა დროის საუკეთესო ქამბექის შემსრულებელი გუნდი ვინაა )))
ლიდსი კმაყოფილია და რას ერჩი. იყოს და ითამაშოს.
ეს და ემერსონი ჩემთვის ჯერ კიდევ დიდი გაუგებრობა არიან
ლიდს იუნაიტედში
ეს სად არის ეხლა, სად თამაშობს???