პედრი გონსალესმა ტრავმასა და “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩზე ისაუბრა:
ტრავმის მიღება ძალიან რთული იყო, რადგან შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესს გავდივარ და ვიმედოვნებ, გუნდს მალე დავუბრუნდები.
მირჩევნია, მოედანზე ვიყო, მაგრამ თანაგუნდელების მჯერა. “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებას მოუთმენლად ველით და იმედი მაქვს, სახლში გამარჯვებით დავბრუნდებით.
აღსანიშნავია, რომ გუშინ პედრისა და აიტანა ბონმატის (ქალთა გუნდის მოთამაშე) “ბარსელონას” 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცათ. გონსალესმა ეს სიტყვი სწორედ აღნიშნული ცერემონიის დროს თქვა.




აუ არადა რა ფორმაში იყოო
რა ცუდ დროს მიიღო ამან ტრამვა, ძალიან დაგვაკლდება მანჩესტერთანაც და რეალთანაც.