workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა ბედი ელით ბარსადან იჯარით წასულებს?

რა ბედი ელით ბარსადან იჯარით წასულებს?

კატალონიური გამოცემა Sport-ი “ბარსელონადან” იჯარით წასულ ფეხბურთელებზე განახლებულ ცნობებს ავრცელებს. 

ლანგლე | კლემანს “ტოტენჰემთან” იჯარა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. “სპურსს” მისი გამოსყიდვის ვარიანტი არ აქვს, მაგრამ “ბარსა” იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი ინგლისში დარჩება.

დესტი | “ბარსელონა” ვარაუდობს, რომ ამერიკელი კლუბში დაბრუნდება, რადგან “მილანი” მისი გამოსყიდვის უფლების გამოყენებას არ აპირებს. 

ნიკო | გონსალესი ზაფხულში “ბარსაში” დაბრუნდება და პირველ გუნდში დარჩება.

ეზ აბდე | “ოსასუნას” ეზალზულის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, “ბარსელონას” კი მისი დაბრუნება სურს, თუმცა, თუ კლუბი კარგ შემოთავაზებას მიიღებს, გამორიცხული არც გაყიდვაა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 20 თებ 2023, 12:24

    რა ბედი ელით ბარსადან იჯარით წასულებს?
    ამის გადასაწყვეტად წინ კიდევ 5 თვეა და უფრო დაკონკრეტდება ვინ სად და როგორ.

  • Rick Sanchez
    schedule 20 თებ 2023, 01:58

    ლენგლე კარგად თამაშობს ტოტენჰემში

  • Don_Andresito
    schedule 20 თებ 2023, 01:01

    ეს 4 კაცი 40 ად თავისუფლად უნდა წავიდეს. პერესი კაი 80 საც გამოადნობდა. ახალგაზრდები არიან. დესტი ბავარიას რო უნდოდა გაგვიცვალოს პავატში. ლენგლე მონახავს პატრონს. მონაკო ლიონი ევერტონი ლაციო ან ეგეთი დონის გუნდი. აბდე ახალგაზრდაა 10 ლიმონს გაიღებს ვინმე. ნიკოს ტრავმამ გატეხა იჯარა მოუწევს ისევ

  • Chico
    schedule 20 თებ 2023, 00:03

    როდის დადგება ის დღე როცა კლუბი გაიწმინდება ამდენი მავნე ბალასტისაგან, როგორც მოთამაშეებს ასევე მენეჯმენტს შორის

  • Albicelecte
    schedule 19 თებ 2023, 23:11

    ლენგლე უბრალოდ უნდა აჩუქო ან ცხენის ნალში უნდა გაცვალო, სიმბოლურ 1 ლიმონას ან მიახლოებით თანხად

  • SHaaR
    schedule 19 თებ 2023, 23:02

    ნიკო ♥️♥️

  • პეპ გუარდიოლა
    schedule 19 თებ 2023, 22:54

    ნიკოსგარდა გასაყიდია ყველა

  • Genius8
    schedule 19 თებ 2023, 21:46

    აქ ვინცაა ყველა გაყიდეთ ნიკოს გარდა