ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ლა ლიგის 26-ე ტურში “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდის” დაპირისპირება 19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას “კამპ ნოუ” უმასპინძლებს.
აღნიშნული მატჩი “კოპა დელ რეიზე” გასამართ კიდევ ორ “ელ კლასიკოს” შორის ჩატარდება – “ბარსა” და “რეალ მადრიდი” ერთმანეთს ესპანეთის თასის ნახევარფინალშიც უპირისპირდებიან. მატჩები 2 მარტსა და 5 აპრილს გაიმართება.
გუნდები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს ორჯერ უკვე შეხვდნენ: ლა ლიგის პირველ წრეში “რეალ მადრიდმა” მეტოქე 3-1 დაამარცხა, მოგვიანებით კი ესპანეთის სუპერ თასის ფინალში იმავე ანგარიშით “ბლაუგრანამ” იმარჯვა.




მთავარია ლა ლიგის თამაში მოვიგოთ, თუმცა არც თასი გვაწყენდა.
პედრი და დემბელე მოასწრებენ გამოჯანმრთელებას
ხოო მგონი ასწრებს პედრიც გამოჯანმრთელებას დემბელეზე რა ისმის? აშკარად საჭირო კაცია ამ ბარსელონაში 🙃
ორივეს სავარაუდო დაბრუნება ამ მატჩისთვის იგეგმება
ხოო მგონი ასწრებს პედრიც გამოჯანმრთელებას დემბელეზე რა ისმის? აშკარად საჭირო კაცია ამ ბარსელონაში 🙃
კაია მაგ დროისთვის პედრი უკვე ჯანზე იქნება.მთავარია სხვებიც ჯანმრთელად იყვნენ.