ცოტა ხნის წინ დასრულდა “დე ლა სერამიკაზე” გამართული შეხვედრა, რომელშიც “ბარსელონამ” “ვილიარეალი” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა – რობერტ ლევანდოვსკისთან შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ პედრი გონსალესმა პეპე რეინას კარი აიღო. გოლამდეც და მის შემდეგაც “ბარსას” რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი ვეღარ გაიტანა და 1-0 მოიგო.
21 მატჩის შემდეგ ჩავი ერნანდესის გუნდს 56 ქულა აქვს და ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერია. მეორეადგილოსანი “რეალ მადრიდის” აქტივში 45 ქულაა, მაგრამ მათ 21-ე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.




სწორედ პედრი დაასახელეს.
პედრი დაღვინდება??😂😂😂😂
გოლი ლამაზი იყო მაგრამ ლევანდოვსკის უმდა გაეტანა ერთი მაინც….
დაგვახიეს ბურთუ თავზე
თუმცა ამ დაცვას საღოლ ძმაო
ძაან კარგია რომ ასეთი თამაშების მოგება შეგვიძლია, მითუმეტეს ისეთი ლიდერი როცა გვყავს, როგორიცაა არაუხო, აი შეტევამ უნდა მოუმატოს მთავარია
21 თამაში 7 გოლი და აქედან 3 რეალთან და ერთის კუნდემ რო ტენა შტეგენს 🙃მართლაც არანორმალური შედეგია ეს დაცვა არუნდა დაიშალოს ძალიან მაგრად შეეწყვნენ ყველას გვინდა კუნდე არაუხოს დუეტი ცენტრში მაგრამ ასე თუ გაუვალი დაცვა გვეყოლება რას ვჩივით რა მნიშვნელობა აქ ვინ იდგება ცენტრში მთავარი შედეგია და შედეგი არანრომაკურია შემტევებია მოსაყვანი აუცილებლად და ისევ დავაწვალებთ ევროპაში გრანდებს დარწმუნებული ვარ 🙃🙃🙃
მთავარი 3 ქულა აღებულია!
აი ხო ბევრი უმაგრესი მოთამაშე გვყავს მაგრამ დღესდღეობით ჩემთვის არაუხო და დეიონგი ძალიან 👏❤️🌟⬆️
წინა წლებში ბევრჯერ მითქვამს, შეტევა თავის საქმეს თითქმის ყოველთვის აკეთებს, და ზოგჯერ დაცვამაც რომ უპასუხოს ეა მაგარი იქნებათქო … აი დაცვის პასუხი , არანორმალური შედეგია…