მადრიდის ”ატლეტიკოს” ნახევარმცველმა, გაბრიელ ფერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ”ნოუ კამპზე” ღია ფეხბურთის სათამაშოდ და გამარჯვების სურვილით მიდის.
გაბიმ აღნიშნა: ”გუნდი სტუმრად ფეხბურთის სათამაშოდ მიდის და არ აპირებს იმაზე უარის თქმას, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებდა. გვესმის,რომ ”ბარსელონას” უდიდესი შეტევითი პოტენციალი აქვს და მათ მოსწონთ შეტევაში თამაში, მაგრამ შევეცდებით ჩვენი უძლიერესი მხარეები გამოვიყენოთ, წავართვათ მათ ბურთი და ვითამაშოთ ღია ფეხბურთი”.
ფეხბურთელმა დაამატა: ”ბარსელონას” ყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის მოგება ცალკე შეუძლიათ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მოედანზე თავი კომფორტულად არ იგრძნონ. ბურთი სწრაფად უნდა წავართვათ, რათა ვერ მოასწრონ გადაცემების გაკეთება. ყოველ ჯერზე, როცა ბურთი გვექნება სახიფათო მომენტი უნდა შევქმნათ, ვითამაშოთ აგრესიულად და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ”ბარსელონას”, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”.
გაბიმ აღნიშნა: ”მატჩი ”ბარსელონასთან” ყველასთვის მნიშვნელოვანია. გვექნება შესაძლებლობა გავიგოთ ჩვენი ძალა. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.



