ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი ხეტაფესთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა “ხეტაფესთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ხეტაფე” რთული მეტოქეა, რომელიც თავს კარგად იცავს. ხვალ მარტივი თამაში არ გველის.
მემფისმა “ატლეტიკოში” გაშვება ითხოვა. ის “ბარსაში” თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა მისი შემცვლელის დამატებას.
ალვესის შემთხვევა? ამაზე კომენტირება ძალიან რთულია. მე გაკვირვებული და შოკირებული ვარ, რადგან დანის ძალიან კარგად ვიცნობ.
კოპა დელ რეი? ჩვენ “სოსიედადის” სახით, ამ მომენტისთვის ესპანეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ვეთამაშებით, თუმცა სახლში თამაშის უპირატესობა გვაქვს.
დე იონგსა და არაუხოს თამაში შეუძლიათ, თუმცა მათ მცირე დისკომფორტი ჰქონდათ. ხვალ გადავწყვეტთ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას შეხვედრაში, მაგრამ ამიერიდან ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია.
გავი ძალიან მალე მომწიფდა. მან იცის როდის უნდა დაჯარიმდეს. ის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს.
არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთმა ენთუზიაზმი დაკარგა.
მემფისის შემცვლელი არ მომითხოვია. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. თუ შემცვლელს დავიმატებთ, კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს გამოვიძახებ.

“რეალ მადრიდთან” გამარჯვება თავდაჯერებულობას გვმატებს.

როდესაც კრისტენსენი თამაშობს, მშვიდად ვართ. ის ბურთთან ერთად კარგად მოქმედებს და შეცდომებს არ უშვებს. ის ბედნიერია და კლუბისთვის იდეალური ფეხბურთელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანდრეასი ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ ესპანური ენის სწავლის პროცესშია.
“რეალ მადრიდი”? ჩვენ არცერთ გუნდს არ ვედრებით, მხოლოდ საკუთარ თავს ვუყურებთ. 
ანსუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მას განსხვავების შექმნა შეუძლია.
ფერანი კარგადაა, თუმცა ის ცოტა გოლს იტანს, რის გამოც თავდაჯერებულობს კარგავს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მას ვენდობით.
სუბიმენდი? სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი არ მიყვარს.
პიკეს “მეფეების ლიგა”(Kings League)? მას არ ვაკვირდები, მაგრამ ვიცი, რომ “ბარსელონას” მასთან შეთანხმება აქვს. ჟერარს წარმატებას ვუსურვებ.
“ლა მასიას” ფეხბურთელებს მუდმივად ვაკვირდებით. 
pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (28)

  • Jorkaeff
    schedule 24 თებ 2024, 02:13

    კლუბის დატოვების გადაწყვეტილება სწორია, ეს აუცილებელია. ვხედავ, რომ გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა და უკეთ ათამაშდა, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება სწორია……

    კაროჩე ლიგა რო ვერ დადოს (და მასეც იქნება იასნია) ტიპი ისე ლაპარაკობს რო ისე წასვლა გამოუდის, თითქოს მოვიდა დაგვალაგა და მიდის😄 ნაგლად გბეუბნევა ხო! აბა რა დაალაგა?! რა უკეთეს ათამაშდა?! რა გუნდს გვიტოვებს ტიპი გააზრებაც არ მინდა ისეთ საშინელ დღეში ვართ. ძაან ქედმაღალი თხაა რა.

  • Chico
    schedule 23 თებ 2024, 21:15

    ეს თქვა ჩავიმ : – “ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის, "ხეტაფე" ძალიან კარგად მომზადებულია. ის არა დაცვითი, არამედ მამაცი გუნდია. სტადიონზე ფანების მხარდაჭერა გვჭირდება.”. ყველა მატჩის წინ ასეთ რამე გვესმის, რომ მოწინააღმდეგე ძლიერია და მძიმე მატჩი გველის. არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის მოწინააღმდეგე, ყველა მატჩის წინ გვესმის შიშის ინტონაცია.. ეს კიდევ ბორდალესმა: თქვა–“ ყოველთვის ვცდილობ, რომ თამაშები შიშის გარეშე მოვიგო, რადგან უამისოდ მწვრთნელი ვერც ვიქნებოდი. მჯერა საკუთარი გუნდის შესაძლებლობების. ჩვენ შეგვიძლია, რომ გამარჯვება ასეთი დონის მეტოქესთანაც კი მოვიპოვოთ. "ხეტაფეს" იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ეს უბრალო მზადყოფნაა.”. ბარსასთან მატჩის წინ, ანჩელოტომ კი ეს თქვა, და პატარა თურქმა ბიჭმაც გაიმეორა -“ ჩვენ გავდივართ მოედანზე მოსაგებად და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მოწინააღმდეგე” …. ვფიქრობ კომენტარი ზედმეტია… ყველა ვხედავთ ვის აქვს მებრძოლი სული და საკუთარი ძალების რწმენა და ვის კიდევ მეტოქის სიძლიერე აწუხებს. შედეგიც ზუსტად შესაბამისია…. ბარსა თამაშობს 60-70 წუთი, ვითომ დომინირებს, მაგრამ შემდეგ 15-20 წუთში კარგავს გამარჯვებას. სხვები თამაშობენ 90+ წუთი. ბარსა ერთი გოლის უპირატესობას ღებულობს, ჯდება დაცვაში და კლავს თამაშს, შედეგი- გაშვებული გოლი და დაკარგული ქულები. სხვები ერთ გოლს რომ იტანენ, უტევენ მანამდე, სანამ კიდევ ერთ-ორს არ გაიტანენ. შედეგი -გამარჯვება იმ მატჩებშიც კი სადაც აგებდნენ….. ჩავი ამ ავადმყოფობაზე არ ებრძვის და ეს არის მისი ერთ-ერთი მძიმე შეცდომა….. და ყოვლად უაზრო ტლიკინი…. -ჩვენ ვიბძოლებთ ტიტულის მოსაგებად…. ეს გამოთქმა კი არ არის პრობლემა. არამედ ის, რომ ბრძოლას ვერ ვხედავთ. ნაპოლისთან მატჩი, ამის თვალნათლივი მაგალითია…. აგორავეს ცენტრში ბურთი , ისე რომ სერიოზული საფრთხე არ შეუქმნიათ, და ამას ჩავი დომინირებას უწოდებს, და როცა გოლი გაიტანეს, ჩაჯდნენ დაცვაში და ყოვლად უსუსურ ნაპოლის, ხვიჩას და ოსიმენის ჩათვლით,, სავალალო გოლი გაატანინეს…. ეხლა ყველაფერი თავიდენ არის გასაკეთებელი…. და მუდმივად ასეა…. აბა ვნახოთ ხვალ რა ბრძოლას ჩაატარებენ…. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ რაიმე ახალს ვნახავთ…..

  • Rick Sanchez
    schedule 23 თებ 2024, 21:13

    დამაჰეჯერებლად მოგების დრო აღარ მოვიდა?

  • La Pulga10
    schedule 23 თებ 2024, 20:05

    რა შესცეს ტო.თქვა კაცმა მივდივარო და მიდის ვახ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 23 თებ 2024, 18:04

    ისევ ფრეს გავაგორებო

  • nika 54
    schedule 23 თებ 2024, 17:51

    ციტატა: ზურაბ

    ციტატა: CHEPE
    ბაიერნი ალონსოსთან მოლაპარაკებებს იწყებსო ხოდა ფლიკს არ ეჩალიჩებიან ანუ 70/80% ით ფლიკის კანდიდადურა მაინც იქნება მერე თუ მოაგვარებენ და შეთანხმდებიან დეტალებზე კი მოვა ფლიკი თუ არადა ტუხელს დე ძერბი ჯობია და ტენ ჰააგიც


    10 მილიონს შენ გადაუხდი ბრაიტონს კომპენსაციისთვის ? მატერიალური თვალსაზრისით არანაირად არ ჯობია და კიდევ მეორე საკითხია გასარკვევი რამდენად გაქაჩავს დიდ გუნდში დეძერბი რადგან ბევრი კარგი მწვრთნელი გრანდებში ურევენ


    აქ ცოტა სხვანაირადაა საქმე, 10 მილიონი თუ დე ძერბის გამოსყიდვას უნდა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა ხელფასს მოითხოვს. თუ ფლიკი უფასოდ მოვა და მისი ხელფასი დე ძერბიზე უფრო საკმაოდ დიდი იქნება საერთო ჯამში გამოვა რო ფლიკი უფრო ძვირი დაჯდება. მაგრამ ამას ფიქრი უნდა და დეკუს რამდენად აქვს ფიქრის თავი ეს კიდევ ცალკე თემაა.

  • C.PC5
    schedule 23 თებ 2024, 17:38

    ტყუილს არ ამბობს, ბოლო თამაშებში შედარებით დაალაგეს თამაში, უფრო ზუსტად რომ ვთქვა შეტევაში რას აკეთებენ მაგის გარკვევა შეიძლება, აქამდე საერთოდ ქაოსი იყო, ოღონდ ამაში უმეტესად იამალის, გუნდოგანის და ლევანდოვსკის დამსახურებაა, მწვრთნელის არანაირი წვლილია მაგაში.

  • JustBarcaLover
    schedule 23 თებ 2024, 17:15

    ეს ზაფლუხიც რით ვერ მოვიდა რო წავიდეს ჩავი