მემფის დეპაი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, თუმცა “ბარსა” მხოლოდ თანხას მიიღებს და არა იანიკ ფერეირა კარასკოს.
ტონი ხუანმარტის ცნობით, “ბარსელონა” სატრანსფერო ბაზარზე ნიდერლანდელის პოტენციურ შემცვლელებს დააკვირდება, მაგრამ, ამ მომენტისთვის, არავის შეძენას აპირებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი გეგმავს, რომ დეპაის წასვლით გათავისუფლებული სახელფასო ფონდი კონტრაქტების გახანგრძლივებისთვის გამოიყენოს და გავიც პირველ გუნდში დაარეგისტრიროს.
დეპაი ზაფხულამდე, შესაძლოა, ანხელ ალარკონმა ჩაანაცვლოს, რომელიც ჩავიმ “სეუტასთან” მატჩის განაცხადშიც შეიყვანა.


სათადარიგოს მუდმივ წევრს ზამენაც ეკუთვნის?
რომელი შემცვლელი? მეშვიდე შემტევი რომელიც არასდროს არ ითამაშებს თუ ლაზარეთშია პაციენტების ნაკლებობა
ანხელ არაკრონი და ლაიმე იამალის დატესტვა უნდა მოხდეს ამ დროის განმავლობაში
თუ ვერც კარასკოს მოვიყვანთ და ვერც ობამას ვიფორმებთ