შესაძლოა, რონალდ არაუხომ “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ვერ ითამაშოს.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ურუგვაელ ცენტრალურ მცველს დისკომფორტი აქვს და მისი სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა საეჭვოა, თუმცა არა – გამორიცხული. წყაროს ცნობით, გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელი ერთად მიიღებენ.
Relevo-ს ჟურნალისტი ტონი ჟუანმარტი კი იტყობინება, რომ ჩავი ერნანდესი არაუხოს დასვენებას მხოლოდ რისკის თავიდან აცილების მიზნით განიხილავს, ვინაიდან ფეხბურთელი ახალი გამოჯანმრთელებულია.
თუ 23 წლის უკანახაზელი შემადგენლობის მიღმა დარჩება, დაცვის ცენტრში ანდრეას კრისტენსენს ჟიულ კუნდე შეუწყვილდება, მარჯვენა მცველის პოზიციას კი სერჟი რობერტო დაიკავებს.




გადავრჩით, კარგადაც ითამაშა.
დისკომფორტი არა ჭუჭუ.პროსტა გარისკვა არ უნდათ და ფრთხილობენ,ეგ არ ნიშნავს რომ რამე ჭირს,უბრალოდ ახალი მოშუშებული აქვს ტრამვამ
ყველა ვარიანტში უნდა დაასვენონ. ღერთმა არ ჰქნას და ტრამვა განუმეორდეს. ჩავიმ თქვა, ტიტულის მოგება მხოლოდ კარგი დაცვით შეიძლებაო, და თუ ასეა, არაუხო ძალიან გვჭირდება. გამოვიდა ტრამვის მერე და ორ მატჩში კარების ხაზიდან გამოიტანა ბურთი და ბარსას ორი მატჩი აჩუქა….
ამან ხო ტვინი მოხნა, ძლივს წესიერ მცველს ვეღირსეთ მარა რათგინდა ფაიფურზე უფრო სუსტია 🙁
თუ ეგრეა ჯობია არ გარისკონ კუნდე კრისტენსენიც კაი დუო არის და რეალთან მზად უნდა იყოს და გააქროს პენზემა და ვინისიუსი ჩემი აზრით ეს თასი უეჭველი უნდა მოიგონ მოტივაციასაც აიმაღლებენ და უფრო მოხოდილები იქნებიან მთავარია ტრავმებმა ხელი არ შეგვიშალოს❤️
ვფიქრობ ბარსა დათმობს ამ თამაშს და ლალიგაზე გადაერთვება
ნაპოლის თამაში სად გავა ხომ არ იცით? სეტანტას არხებზე რომ ვნახე ტელევიზორში არაა გეგმაში ასე ვთქვათ.
აუუუუუ აღარ დამთავრდა ეს ტრამვები რა