workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამეიანგს ჩელსის დატოვების შემთხვევაში მხოლოდ ბარსელონაში წასვლის უფლება აქვს

ობამეიანგს ჩელსის დატოვების შემთხვევაში მხოლოდ ბარსელონაში წასვლის უფლება აქვს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, “ჩელსის” დატოვების შემთხვევაში, თამაში მხოლოდ “ბარსელონაში” შეეძლება.

საქმე ისაა, რომ, FIFA-ს წესების მიხედვით, ფეხბურთელს ერთ სეზონში მაქსიმუმ 2 კლუბის მაისურის მორგების უფლება აქვს.

მიმდინარე სეზონის სტარტზე გაბონელმა თავდამსხმელმა, “ჩელსიში” გადასვლამდე, “ბარსელონას” რიგებში “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ ითამაშა.

რომანოს ცნობით, “ბარსას” ობამეიანგის დაბრუნება ნამდვილად სურს, მაგრამ მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

  • ტრანსფერი უფასო უნდა იყოს
  • ობამეიანგმა ხელფასი უნდა დაიკლოს
  • მემფის დეპაიმ გუნდი უნდა დატოვოს (მისი შეძენა “ატლეტიკოს” სურს)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 იან 2023, 15:18

    დიდებული იქნება ამის დაბრუნება.

  • pavlovichi56
    schedule 12 იან 2023, 04:01

    სრული დომხალია ბარსაში. ანგრევენ გუნდს. დეპაის ,რომ დაიტოვებ და ობას გაუშვებ, ან ლენჩი ხარ ,ან მტერი.
    სერიოზული ფინანსურ-პოლიტიკური ძალები, იყვნენ-არიან ,მესის წასვლის და ბარსას დანგრევის ავტორები…. სუპერ ლიგა-კატალონიის დამოუკიდებლობა + პერეს-რეალი.

  • datio
    schedule 11 იან 2023, 23:23

    დააბრუნეთ.
    ამ კაცს ჰქონდა ის ქარიზმა რაც მთელ გუნდს ედებოდა და შეტევაში სულ სხვა ხალისით მიდიოდნენ. თან მართლა უმაღლესი დონის ფეხბურთელია

  • Rick Sanchez
    schedule 11 იან 2023, 22:51

    აუცილებლად დააბრუნონ, ძაან შედეგიანი და თსლ ფორვარდია♥️♥️♥️

  • Hyperion
    schedule 11 იან 2023, 22:49

    შტეგო
    კუნდე, არაუხო, კრისტენსენი
    გავი, დე იონგი, პედრი,
    დემბელე, ბალდე,
    ობამა
    ლევანა

  • La Pulga10
    schedule 11 იან 2023, 21:27

    მოდი მგელო.დეპაოს ააცმევინონ.