გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” მე-4 კაპიტანი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იქნება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კაპიტნის ასარჩევად ხმის მიცემა არ ჩატარებულა (როგორც წესი, კაპიტანს ასე ირჩევენ ხოლმე) – ტერ შტეგენი პირდაპირ ჩავი ერნანდესმა დანიშნა.
წყაროს თანახმად, მომავალ სეზონში ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის გამოკითხვა ჩატარდება და 4-ივე კაპიტანს ახლიდან აირჩევენ.
იმის გათვალისწინებით, რომ სერხიო ბუსკეტსისა და სერჟი რობერტოს მომავალი გაურკვეველია, შესაძლოა, ტერ შტეგენი მომავალ სეზონში ვიცეკაპიტანიც გახდეს, ჟორდი ალბას წასვლის შემდეგ კი – მთავარი კაპიტანი.




მესი ბოლო წლებში როგორი მაგარი კაპიტანიცაა დაამტკიცა ეგ ამ მსოფლიოზე კერძოდ ვანგააკს დაუმტკიცა და წესით შენც დაგიმტკიცა რომ უაზროდ ფურთხა და მყვირალა კაცს სჯობს ისეთი კაცი კაპიტნად რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. ასეთი კაპიტანია ლეო მესი
იმედი მაქვს მალე მთავარი კაპიტანი გახდება, ნამდვილად იმსახურებს პირველ კაპიტნობას და დარწმუნებული ვარ ღირსეული კაპიტანი იქნება ზუსტად ისეთი როგორიც გუნდს ჭირდება.მე რომ ვიყო ეგრევე პირველ კაპიტნად დავნიშნავდი.
შეცვალეთ ეგ ყ£ე წესი რა გახდა. ხავის მერე კაპიტანი არ გვღირსებია. დიდად საკაპიტნე კაცი არც ინი იყო მაგრამ ვინც მის მერე გვყავდა და გვყავ იმათთან პუიოლი იყო ინი. ჯერ მესი მითხარი და ეხლა ვაფშე დედალი ბუსკეცი გვკაპიტნობს რის მოგებაზეა ლაპარაკი. სეზონებს გადახედეთ კაპიტანი არ ყავდა გუნდს და ტიტულებზეც აისახა მოეტ ნათ პატრონი კაი კაპიტანი ნახევარი საქმეა
იმედი მაქვს მარტო კაპიტნების იმედზე არ ვიქნებით მოედანზე.