რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა, რომ ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ბარსელონა” ლეგენდარული ბრაზილიელის გარდაცვალებას ეხმაურება:
“ბარსა”, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, პელეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მან ფეხბურთი უფრო დიდი გახადა.
მშვიდად განისვენე.
Barça expresses its sorrow to learn of the death of the "Rei" Pelé, one of the greatest footballers of all time. He made football greater than ever. May he rest in peace. pic.twitter.com/r8TQbVyN28
— FC Barcelona (@FCBarcelona) December 29, 2022


პელე დიდხანს ითვლებოდა "ფეხბურთის მეფედ" სანამ მარადონა გამოჩნდებოდა, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსი იყო. მე მაინც ვთვლიდი რო პელე უფრო დიდი იყო ვიდრე მარადონა, თუმცა მესის გამოჩენამ საერთო აურია ყველაფერი და დღეს ფეხბურთის მოყვარულთა უმეტესი ნაწილი ლეოს მიიჩნევს საუკეთესოდ. და ამაზე კამათი ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ბევრს ლაპარაკობენ რო მესის ღირსეული მემკვიდრეები იზრდებიან და პირველ რიგში მბაპეს, ჰოლანდს, ვინისიუსს ასახელებენ, მაგრამ გაიხსენეთ მათი ასაკის მესი მისი ჯადოსნობა მოედანზე, მათ ასაკში 2-3 ოქროს ბურთი უკვე ქონდა და დღესაც კი პირველი კანდიდატია ამ ტიტულზე. პელეს სამარადისო ხსოვნა რაც არ უნდა იყოს ის პირველი იყო ისტორიაში რომელიც სხვებზე მინიმუმ ერთი თავით უკეთესი მუდამ იყო.
უდიდესი და განუმეორებელი❤️🥺 ბუნებრივია მე არ ვარ "პელისტი" მისი არაერთი რეკორდი მინახავს დამხობილი და არც ვარჯიშზე გატანილ გოლებს ვაღიარებ, მაგრამ პელეს ვაღიარებ გარკვეული მიზეზების გამო. პირველ რიგში პელემ პირველმა აჩვენა მსოფლიოს რომ ფეხბურთი მხოლოდ რაგბისტ-კალათბურთელების თამაში არაა და მაგიტომაცაა ყველაფერი შესაძლებელი საფეხბურთო მოედანზე. ჩამოვთვლი არაერთ ფეხბურთელს რომელსაც არამარტო საფეხბურთო დიდება არამედ გასაოცარი ისტორიები ჰქონია კარიერის მანძილზე, მაგრამ პირველი ვინც შეუძლებელის შეძლება შესაძლებლად აქცია ეს კაცი იყო და ზუსტად მაგიტომაა უდიდესი და მიუწვდომელი დანარჩენებისთვის. R.I.P LEGEND✊❤️🥇
ღმერთმა გაანათლოს უდიდესი ფეხბურთელი იყო გულდასაწყვეტია
ძალიან ცუდია, უდიდესი ფეხბურთელი,
ვაახხხ ბიჭოოო საავადმყოფოში რო გადაიყვანეს კი იწერებოდა მაგრამ ესე ცუდად თუიქნებოდა საქმე ნაღდად არმეგონა…
კიდევ ერთი ლეგენდა დავკარგეთ