ბარსელონას ოფიციალური განცხადება სუპერ ლიგასთან დაკავშირებით

ბარსელონას ოფიციალური განცხადება სუპერ ლიგასთან დაკავშირებით

დღეს სუპერ ლიგის დამფუძნებლები: “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, “რეალ მადრიდის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და A22 Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბერნდ რაიხარტი მადრიდში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ერთმანეთს შეხვდნენ და ევროპული ფეხბურთის რეფორმის განხორციელების გზები განიხილეს.

შეხვედრის დასრულებისთანავე, A22 Sports-მა სოციალურ ქსელში მოკლე განცხადება გაავრცელა, რომელსაც “ბარსელონას” ოფიციალური ვებსაიტიც გვთავაზობს: 

ჩვენ ვაგრძელებთ ევროპული ფეხბურთის გარდაქმნაზე მუშაობას, კონკურენტუნარიანობის, მდგრადობისა და ხელმძღვანელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვესაუბრებით 10 სხვადასხვა ქვეყნის ბევრ კლუბს, რომლებიც სპორტის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ ჩვენს ხედვას იზიარებენ. უძრაობა არ შეიძლება იყოს არჩევანი. 

რა თქმა უნდა, ევროპული ფეხბურთის რეფორმაში სუპერ ლიგის პროექტის განხორციელება იგულისხმება, რაც სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • nika 54
    17 დეკ 2022, 17:33

    ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ლაპორტას უკვე მობეზრდა ლიგის თასები და ახალ "გამოწვევებს " ეჭიდება. ლიგაზე რო ვპაზორდებით არ კმარა? ეხლა სუპერლიგაზეც უნდა შევრცხვეთ?

  • DesmondHume
    17 დეკ 2022, 13:56

    ციტატა: იმედა_ხავიესტა
    მარტო ჰიმნის გამო მირჩევნია ჩ.ლიგა სუპერ ლიგას და იმედია უეფა ერთ ადგილზე მოსვამს ამ ფულის ხამებს.


    კაკრას უეფა როა ფულის ხამი ნაბიჭვრების სორო იმიტომაც იხევიან შუაზე სუპერლიგის გაკეთებისთვის :დდდდდ თორე უეფა როარ პრო*ობდეს ფინანსებში რომელი ჭკუათმყოფელი შეიწუხებდა თავს ახალი პროექტისთვის

  • იმედა_ხავიესტა
    17 დეკ 2022, 07:43

    მარტო ჰიმნის გამო მირჩევნია ჩ.ლიგა სუპერ ლიგას და იმედია უეფა ერთ ადგილზე მოსვამს ამ ფულის ხამებს.

  • Albicelecte
    17 დეკ 2022, 02:10

    მსოფლიოს საკლუბო მუნდიალი დააბალანსებს, რადგანაც რაღაც უნდა შეცვლილიყო, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია

  • Moriba
    17 დეკ 2022, 00:48

    🗣️ პსჟს პრეზიდენტი: ”უკვე ათასჯერ მაინც დავადასტურე, რომ მესი პარიზში ბედნიერია და ვფიქრობ მას დარჩენა სურს. მუნდიალის შემდეგ ლეოს შევხვდებით და ახალ კონტრაქტზე ვისაუბრებთ”.

    🔹 მესის პსჟში კიდევ ერთი წლით დარჩენის შანსი ძალიან გაიზარდა 👀

  • Iniesta_8
    17 დეკ 2022, 00:25

    ფიფას გონია რომ თუ მატჩების რაოდენობას გაზრდის და იქიდან ცოტა წილს გუნდებსაც მიუგდებს მაგით ყველა კმაყოფილი იქნება. ჯერ ისედაც გადატვირთულია გრაფიკი, ვეღარ უძლებენ ფწხბურთელები და ესენი კიდევ ათას სისულელეს აკვეხებენ ოღონდ უფრო მეტი ფული იშოვონ. დრო მოვიდა ფეხბურთში რაღაცები შეიცვალოს. მირჩევნია კვირაში 1 თამაშს ვუყურო და ხარისხიანს, ვიდრე 3 და ისეთს როგორიც დღესაა.

  • CHEPE
    16 დეკ 2022, 22:50

    ჩემპიონთა ლიგას რაღა მუღამი აქვს ერთი მითხრას ვინმემ როდესაც სუპერ ლიგის პროექტს ემსგავსება რა აზრი აქვს სუპერ ლიგა იქნება თუ ჩემპიონთა ლიგა?? ცოტა რომ დაუკვირდეთ აქედანვე შეგძულდებათ ლიგა მაგ ლოგიკით ვინ არ ემხრობით სუპერ ლიგას…
    ჯერ რაფორმატი მოიგონა ჩეფერინმა, 10 თამაში იქნება ჯგუფურზეო და პირველი ადგილები გავლენ უეჭველი პლეიოფში ხოლო მე 2 და მე 3 ადგილოსნებიო პელიაუტის წესით ითამაშებენ რომლებიც მოხვდებიან 1/8 ფინალის პლეიოფებში ეს მოგწოონთ???🤔🤔 და სუპერ ლიგას არემხრობით😅😅 რომელიც ისეთ ტურნის მოიცავს არ მოიწყენ ყველა ძლიერი კლუბი იქ იქნება და გავარდნის წესით იქნება რომელიც ჩაანაცვლებს სხვა კლუბები ვინც მოიპოვებს სუპერ ლიგაში თამაშის უფლებას