workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუპერ ლიგის დასასრული? ბარსას, იუვესა და რეალს სანქციები ემუქრებათ

სუპერ ლიგის დასასრული? ბარსას, იუვესა და რეალს სანქციები ემუქრებათ

ევროსასამართლოში ევროპის სუპერ ლიგის საქმის შესწავლა გრძელდება და დღეს განვითარებულმა მოვლენებმა ტურნირის არსებობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

როგორც ირკვევა, ევროსასამართლოს მრჩეველმა დასკვნა მოამზადა, რომელშიც წერია, რომ მართალია, სუპერ ლიგის შექმნა კანონთან შესაბამისობაში მოდის, მაგრამ FIFA-სა და UEFA-ს უფლება აქვთ, სუპერ ლიგაში შემავალი კლუბების წინააღმდეგ როგორც ფინანსური, ასევე სპორტული სანქციები გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ UEFA-ს უფლება ეძლევა, სუპერ ლიგაზე შემორჩენილი “ბარსელონა”, “რეალ მადრიდი” და “იუვენტუსი” ევროტურნირებიდან მოკვეთოს.

მართალია, ამ ევროსასამართლოს მრჩევლის ამ დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით სასამართლო მას გაიზიარებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “რეალ მადრიდი” სანქციების დაწესებაზე თანახმანი იქნებიან, მაინც ძნელად წარმოსადგენია, რომ სუპერ ლიგის პროექტი განხორციელდეს, რადგან ამისთვის სხვა ევროპული გრანდების პროექტში დაბრუნებაც იქნება საჭირო, დღევანდელი დასკვნის შემდეგ კი ეს რთულად წარმოსადგენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2022, 13:34

    მოკლედ რეალი ჯანდაბას და ეს ჩვენები იმ ძაღლს ხო არ გვანან სახლში რო არ ვარგოდა და სანადიროთ რო გარბოდა?
    2009-ში შეექმნათ ეს სუპერლიგაა თუ რაღაცა, არ შეგვეშინდებოდა მაინც შერცხვენის. ეხლა მაგის დროა?

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 15 დეკ 2022, 22:08

    Ar unda dazadnon,davai bolomde da mogvkveton tu traki aqvt mag a** rebs!!! Barca,reali,juve tu mokvetes ra goniat xalxi psgs sayureblad chartavs ligas tu citys. Auvardat tavshi am nabo"***ebs,tebasic magati mlokavia imito ar awyobs varskvlavebi barcashi.

  • azulgerana
    schedule 15 დეკ 2022, 20:07

    ეს რეკლამა მალე წაიშლება ნეტა? ვინმემ ხო არ იცით. კულინარი ჯია თუ მკურნალობა ჯი. არასპორტული საქციელია ესეთი რეკლამა

  • kanja
    schedule 15 დეკ 2022, 16:45

    კისერიც გიტეხიათ…