workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაბლო ტორეთი ვილიარეალი დაინტერესდა

პაბლო ტორეთი ვილიარეალი დაინტერესდა

“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელის, პაბლო ტორეს იჯარით დამატებით “ვილიარეალი” დაინტერესდა.

პაბლო ტორე გასულ ზაფხულში “რასინგიდან” “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ესპანეთის ერთ-ერთ უმთავრეს ტალანტად განიხილებოდა, თუმცა “ბლაუგრანაში” მას ჯერ სათამაშო დრო არ ეძლევა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩავი წინააღმდეგი არ იქნება, თუ ტორე სეზონის დარჩენილ ნაწილს რომელიმე გუნდში იჯარით გაატარებს და სათამაშო დროს მიიღებს. თუმცა “ბარსელონა” ტორესთვის გუნდს გულდასმით შეარჩევს.

As-ის ცნობით 19 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანით “ვილიარეალი” დაინტერესდა. “ყვითელ წყალქვეშა ნავს” “ბლაუგრანას” ყოფილი დამრიგებელი, კიკე სეტიენი წვრთნის. ის პაბლო ტორეს მამის ახლო მეგობარია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის “ბარსაში” გადმოსვლაში სეტიენის ხელიც ურევია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 13 დეკ 2022, 14:14
    #1

    "ყვითელ წყალქვეშა ნავს" "ბლაუგრანას" ყოფილი დამრიგებელი, კიკე სეტიენი წვრთნის. ის პაბლო ტორეს მამის ახლო მეგობარია და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის "ბარსაში" გადმოსვლაში სეტიენის ხელიც ურევია.
    იმედია ქართულ ჯიგრულ პონტში არ მიყავთ და მართლა ათამაშებენ.