“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, პაბლო გავი გერმანიის წინააღმდეგ გასამართ მატჩსა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს:
გერმანიის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ისეთივე იქნება, როგორიც კოსტა რიკასთან იყო. ჩვენი გუნდი ძალიან ამბიციურია და მოედანზე მაქსიმუმს ვიღებთ – მნიშვნელობა არ აქვს, მეტოქე ვინაა.
პედრი დიდებული მეგობარია. მოედანს მიღმა ერთად დიდ დროს ვატარებთ, რაც მოედანზეც აისახება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ყველაფერს გიადვილებს. პედრისთან თამაშის შესაძლებლობა დიდი პატივია.
გასახდელ ოთახში კარგი ატმოსფერო სუფევს. ბუსკეტსი, ალბა და კოკე მუდმივად რჩევებს გვაძლევენ.
ლუის ენრიკესი მადლობელი ვარ, რადგან მენდობა, თავდაჯერებულობა შემმატა და განვითარებაში დამეხმარა. მაგრამ პროგრესი ჯერ კიდევ მმართებს და ამაზე გულმოდგინედ უნდა ვიმუშაო.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, როგორ მოპარეს ლაუტაროს სუფთა გოლი. ხაზზე სამი მცველია და მხოლოდ ორია მარტინესთან ერთ ხაზზე, კადრს ქვემოთ კარგად ჩანს მესამეც, რომელიც მეკარესთან უფრო ახლოა.
ლეაო, ნიკო ვილიამსი და მუკაკო. დემბელე, დეპაი და ტორესი <<ცენზურის დარღვევა>> :)))
ამ აფსაიდებს რატო არ გვანახებენ ვერ ვიგებ ფეხბურთის ყურების მუღამს მიკარგავენ ეს რა უბედურება
ლაპორტ ლეაო მოიჯვას ზაფხულში.
და ამ რუბენ ნევეშზე იძახით ჩვენ ფეხბურთელებს ჯობიაო ?? კუდუსიმ იხმარა წინდა უკან 😂😂😂😂
2010 ში როგორ ვერ გაიტანა რა ამ მესის😁