დავიდ ვილიამ გასულ წელს არცთუ კარგი შედეგი აჩვენა “მესტალიაზე”, რაც მეტწილად გამოწვეული იყო იმ სასამართლო პროცესებიდან, რომელიც ვილიასა და თავის აგენტს უკავშირდებოდა.
დავიდ ვილია თავის ყოფილ “სახლში” ორი მიზნით ბრუნდება. პირველი მიზანია, რომ მან “მილანისა” და “ოსასუნას” შემდეგ კვლავ გააგრძელოს გოლების გატანა. მეორე კი ის, რომ მოიშოროს გასული წლის “წყევლა”, როდესაც მისი უსახური თამაშის კომპენსირება “მესტალიაზე” მისმა თანაგუნდელებმა მოახერხეს (0:1 “ბარსას” სასარგებლოდ).
გასულ სეზონში “ელ გუახეს” ვიზიტს “მესტალიაში” წინ უამრავი სირთულე უძღვოდა. “ბარსას” “7”-ანი დილით ადრე გამოცხადდა ავილესეს სასამართლოში, სადაც განიხილებოდა საქმე, რომელიც თავისმა ყოფილმა აგენტმა აღძრა ვილიას წინააღმდეგ. პროცესის დასრულების შემდეგ, დავიდი თვითმფრინავში ჩაჯდა და დაზუსტებით ისიც არ იცოდა, მიუსწრებდა თუ არა მატჩს. თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოსულმა, პირდაპირ “მესტალიას” სტადიონს მიაშურა. ვილია ძალიან დაღლილი და ემოციებისგან დაცლილი სჩანდა.
ახლა სულ სხვაგვარი სიტუაციაა. მან სეზონი სულ სხვა მუხტით დაიწყო. უფრო კონცენტრირებულია. თითოეულ მატჩში ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ გასული წლის გამოცდილებამ მას შესძინა ის თავდაჯერებულობა, რომელიც გასულ წელს არ ჰქონდა. ამას ციფრებიც მოწმობენ. ასტურიელის ანგარიშზე 4 გოლია, როცა კი შარშან ამ დროს მის აქტივში მხოლოდ 2 გოლი ირიცხებოდა.
შთაბეჭდილება, რომელსაც სტატისტიკა ტოვებს, მართლდება თავად ვილიას სიტყვებითაც: “თუ ტრავმები არ შემაწუხებენ, ეს წელი გასულ სეზონზე უკეთესი იქნება ჩემთვის.” თავდამსხმელის სული და გატანის ჟინი ვილიას განუყოფელი ნაწილია: “როცა გაგაქვს, შედეგი აისახება შენს სამომავლო მუშაობაზე. გოლები ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებისთვის.” – აღნიშნა ვილიამ.


