workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

რობერტ ლევანდოვსკი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

El Partidazo de COPE-ის ინფორმაციით, რობერტ ლევანდოვსკი “ოსასუნასთან” მომხდარი ინციდენტის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

პოლონელმა აღნიშნულ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, რაც გააპროტესტა და მსაჯის მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები გააკეთა. შედეგად, რობერტი 1 მატჩს გაძევების გამო გამოტოვებს, ორს კი – გაპროტესტებისთვის.

ლევანდოვსკი “ბარსას” “ესპანიოლის”, “ატლეტიკოსა” და “ბეტისის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

ალფრედო მარტინესის ცნობით, “ბარსელონა” ამ გადაწყვეტილებას ფედერაციაში გააპროტესტებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2022, 17:21

    ალფრედო მარტინესის ცნობით, "ბარსელონა" ამ გადაწყვეტილებას ფედერაციაში გააპროტესტებს.
    ტებასს ღამე არ დაეძინება შიშისგან.

  • Albicelecte
    schedule 16 ნოე 2022, 21:10

    ოქმში რა ჩაწერეს, ცხვირზე თითის მიდებისთვის 2 მატჩიანს ვაძლევთო?!

  • isakichi
    schedule 16 ნოე 2022, 18:58

    სამი ცოტაა პერეს,დაბერდი დაბერდიი გეტყობა უკვე ნელნელა კოჭებშიი