workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟორდი კრუიფს ბარსელონაში იური ტილემანსის მოყვანა სურს

ჟორდი კრუიფს ბარსელონაში იური ტილემანსის მოყვანა სურს

ფერან კორეასის ინფორმაციით, ჟორდი კრუიფი იური ტილემანსის დიდი ქომაგია და მისი გადაბირება სურს.

Sport-ის ჟურნალისტის ცნობით, კრუიფს ბელგიელ ნახევარმცველზე ინფორმაცია თავისი მეგობრისგან – რობერტ მარტინესისგანაც აქვს, რომელიც ტილემანსს ნაკრებში წვრთნის.

“ბარსელონამ” იურის ტრანსფერზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, იანვარშიც კი დაიწყოს, მაგრამ ყველაფერი Fair Play-ს წესებზე იქნება დამოკიდებული. 

ტილემანსისთვის ბრძოლაში “ბარსას” კონკურენციას ლონდონის “არსენალი” გაუწევს.

ბელგიელს “ლესტერთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც ნიშნავს, რომ “ბარსელონას” მისი უფასოდ დამატება შეეძლება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Bakero
    schedule 15 ნოე 2022, 22:02

    ისე კაი ხნის წინ უნდა მოგვეყვანა ეხლაც არ იქნება ცუდი ეხლა გამოცდილებაც მეტი აქვს

  • nika 54
    schedule 15 ნოე 2022, 17:23

    მოკლედ ფეხბურთელს თვალი ვერ დავადგით, რო ვინმესთან "კონკურენცია" არ დაგვჭირდეს.

  • M10 S9 D11
    schedule 15 ნოე 2022, 00:30

    მეც მაგრად მინდა ეს ბარსაში

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 ნოე 2022, 00:14

    ეს ძაან მაგარი ვინმეა და ბარსამ თუ ითრია გაასწორებს

  • La Pulga10
    schedule 14 ნოე 2022, 22:04

    უეჭველი დასათრევია

  • JustBarcaLover
    schedule 14 ნოე 2022, 21:53

    თუ უფასოდაა მოვიყვანოთ არაფერს ვკარგავთ