RAC1-ის ინფორმაციით, ოქტომბერში მატეუ ალემანი და ჟორდი კრუიფი, არგენტინელი თავდამსხმელის, ჯანლუკა პრესტიანის აგენტს შეხვდნენ, რათა მასზე დაკვირვება ახლოდან დაიწყონ.
16 წლის ფეხბურთელის შეძენით “რეალ მადრიდი”, “ბენფიკა” და “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდებიან. წყაროს ცნობით, თავად პრესტიანი ესპანეთის ჩემპიონატისკენ იხრება.
ჯანლუკა ამჟამად “ველეს სარსფილდის” მეორე გუნდში ასპარეზობს. მას მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს. პრესტიანის არგენტინის 17-წლამდელთა ნაკრებშიც უთამაშია და 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა.




ძაღლია პერესი, რომც არ უნდოდეს მაინც იტყვის რომ ფასმა აიწიოს და ბარსამ ვერ იყიდოს..(თავისი მოკლე ჭკუით::დდდ)
ვინმე არის ისეთი, რომ ჩვენთან ერთად რეალიც არ იყოს დაინტერესებული მის შეძენაში.
რონალდინიოს შვილს თუ ადევნებს თვალს ბარსა ვინმემ ხომ არ იცით?
18 წლამდე ვერ იყიდიან და აზრი?
თუ მართლა კარგია, კიდევ ერთი იტალიური წარმოშობის არგენტინელი არ გვაწყენდა….