“ბარსელონამ” გადაწყვიტა, ჟერარ პიკეს შემცვლელი იანვარში აღარ დაიმატოს, რადგან სჯერა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ როლის მორგება მარკოს ალონსოსაც შეუძლია.
“ბარსაში” პიკეს შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად ინიგო მარტინესი განიხილებოდა, მაგრამ ახლა კლუბს ურჩევნია, “ბილბაოს” მცველი ზაფხულში უფასოდ დაიმატოს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მასში ფული არ გადაიხადოს.
“ბარსელონას” ტექნიკურ შტაბს ალონსოს კონტრაქტის კიდევ 3 წლით, 2025 წლამდე გახანგრძლივება სურს. მარკოსი მარცხენა ფლანგზე ალეხანდრო ბალდეს კონკურენტად მოიაზრება.
[Mundo Deportivo]




მერე ეს ინიგო მარტინესი არ ახანგრძლივებს თუ უკვე მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას.
თანაც სიმაღლითაც ზუსტად 1.89-ია როგორც ბატონი ჟეღემი
ალონსო დაცვის ცენტრში მატიეზე ცუდი ნამდვილად არაა.. ბილო თამაშებშო ცუდათ არ გამოიყურებოდს…. ასე რომ გაჭირვების ჟამს ცუდი არაა….