workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი ოსასუნასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა “ოსასუნას” დამარცხების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

შესანიშნავად ვითამაშეთ. გუნდით უნდა ვიამაყოთ. ვფიქრობ, დღითიდღე ვიზრდებით.
მეორე ტაიმში თავს კარგად ვიცავდით. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რწმენა უნდა შეენარჩუნებინათ და ხასიათი ეჩვენებინათ. მათ ორივე გააკეთეს.
ლა ლიგაში კარგად გამოვიყურებით. გუნდით უნდა ვიამაყოთ და საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნოთ. მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.
მსაჯზე ჩემს აზრს მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, მათ განმარტებები უნდა აკეთონ.
პიკეს გამოყვანას ვაპირებდი, მაგრამ საბოლოოდ თამაშში ჩადი რიადი ჩავრთეთ. ერიკი თავს ჯერ კარგად არ გრძნობს.
ფერანი თითქმის ყველა შეხვედრაში თამაშობს. ის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას ვენდობით. 
გარსია თამაშისთვის მზად ჯერ არ იყო. კრისტენსენმა მცირე დისკომფორტი იგრძნო, მაგრამ სერიოზული არაფერია.
ესპანეთის ნაკრები? ლუის ენრიკეს ვენდობი. მას კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად იმუშავებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (60)

  • Futbol Club Barcelona
    schedule 02 თებ 2024, 01:05

    ციტატა: Gaucho andy ®
    ჰოი საოცრებავვ აგრესია და სიჩქარე კარგი იყოო…
    ძაან ნელა თამაშობენ სულ პასის დროს ბურთი ისე ნელა მიგორავს სუ მგონია სადღაც თავისით გაჩერდებათქო ძალიან პროგნოზირებადები არიან და ერთერთი უმთავრესი მიზეზი ესაა რატომაც არ გამოსდით არც კომბინაციები და სრულიად არც თამაში.
    იმედია ამ სეზონში დავტოვებთ უიღბლობას დეკოს და გიუნდოგანს და ა.ს.შ


    რა გიუნდოგანს ვინ გყავს მაგის დონის 😂😂

  • nika 54
    schedule 01 თებ 2024, 11:05

    მე ვფიქრობ ჩავის ივნისამდე არაფერი აღარ ესაქმება გუნდში. გუშინ მეგონა ესენი გამოვლენ და დალეწავენ თქო ყველაფერს, მაგრამ რათ გინდა ეს ტიკი-ტაკა ვერ დაივიწყეს. აუტსაიდერი გყავს სტუმრად რას ეფერები შეუტიე, ირბინე, კარისკენ მაინც დაარტყი. თუ აკვირდებით ნებისმიერი მეტოქე ბურთის დაბრუნების შემდეგ 2-3 გადაცემაში უკვე ჩვენს კართანაა და რო გაიფიქრებ კარში ვინ დგას ნერვები გაწყდება. მთელი პირველი ტაიმი ბურთს რო ერთმანეთში ათამაშებენ ეს რომელი საუკუნის ფეხბურთია. სხვა გუნდებს არ უყურებენ?
    ჩავი დროზე უნდა წავიდეს, რო ახალმა მოსულმა მწვრთნელმა უკვე ეხლა დაიწყოს გუნდის შეთამაშებაზე ფიქრი. 1-0 ძლივს მოიგო და თავს იქებს ეს ვითომ მწვრთნელი, თან ვისთან? მეცინება რო ვიხსენებ მესი ჩაჯმული დადისო, ბუსკეტსი ვეღარ ქაჩავსო, ახალგაზრდები გვინდაო. კი მესი ჩაჯმული დადიოდა ესენი კი ცეცხლს ანთებენ მინდორზე ხომ? ის ჩაჯმული მესი სეზონში 25-30 გოლს იტანდა და ლიგაზე მოხვედრა არასდრო გვქონია საოცნებოდ.

  • Flying Dutchman
    schedule 01 თებ 2024, 09:50

    ჩავი დიდ პატივს გცემთ ყველა, მაგრამ კარი ღირსეულად გაიჯახუნე და სანამ წახვალ იამალს ნუ გადაწვავ სხვა ახალგაზრდებივით.

  • C.PC5
    schedule 01 თებ 2024, 09:27

    ისე გრაფიკზე მართალს ამბობს, ყოველ სამ დღეში ერთხელ უწევთ თამაში და მოუდღნეს ტვინი ფეხბურთელებს რასაც ქვია😐 რომ დააკვირდე ტრავმებზე მარტო ჩვენ არ გვაქვს საწუწუნო, სხვებიც ამ დღეში არიან, რეალსაც აგე რამდენი ყავს მთელი სეზონით დალეწილი, სხვა გუნდებშიც მასეა, ვერ ასწრებენ აღდგენას თამაშის შემდეგ და იმტვრევიან იოლად, მაგ დამტვრევებს მერე რამდენი 17-18 წლის ბავშვების კარიერა ეწირება კიდე, ერთი განსხვავება ისაა რო ფულიან გუნდებს რამდენიც არუნდა დაემტვრეთ და რამდენიც არუნდა ჩამოწერონ, სატრანსფერო ფანჯარაზე ახლებს მოიყვანენ, სკამს ისევ გაავსებენ თავიდან და გააგრძელებენ თამაშს, ჩვენ კიდე ტრავმირებულების დაბრუნებას ველოდებით ნორმალურად რომ ითამაშოს გუნდმა, რაფინია დამტვრეულია, ფელიში მიყვა უკან, ახლა ტორესიც დაიმტვრა და გაიფენენ იამალს, განწირულია ეგ ბავშვიც უკვე ფაქტიურად🙂

  • Rick Sanchez
    schedule 01 თებ 2024, 08:26

    ყველას ცუდი მატჩი ჰქონდა როკეს გარდა, მაგასაც გოლის გამო ვამბობ თორემ შეცდომები ბევრი ჰქონდა. საშინელი მატჩი იყო, აქამდე მეცოდებოდა ჩავი, მაგრამ ფაქტია ვერ ათამაშებს გუნდს საკმარისად კარგად, ტრავმები და მსაჯების შეცდომებიც მიზეზია ამ წარუმატებლობის, მაგრამ კარგ მწვრთნელს უნდა შეეძლოს ეგეთ პირობებში ალმერიას და ოსასუნას დამარცხება მარტივად.

  • Gaucho andy
    Gaucho andy ® ვეტერანი
    schedule 01 თებ 2024, 01:51

    ჰოი საოცრებავვ აგრესია და სიჩქარე კარგი იყოო…
    ძაან ნელა თამაშობენ სულ პასის დროს ბურთი ისე ნელა მიგორავს სუ მგონია სადღაც თავისით გაჩერდებათქო ძალიან პროგნოზირებადები არიან და ერთერთი უმთავრესი მიზეზი ესაა რატომაც არ გამოსდით არც კომბინაციები და სრულიად არც თამაში.
    იმედია ამ სეზონში დავტოვებთ უიღბლობას დეკოს და გიუნდოგანს და ა.ს.შ

  • MESSI 2017
    schedule 01 თებ 2024, 01:29

    ბიჭო ფერანი დაასვენე გადაღლილობის გამო და 16 წლის ბავშვი არა???

  • nika 54
    schedule 12 იან 2024, 20:01

    ჩემთვის სერჟი რობერტო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ფინალშიც ასე იქნება.
    ამ ბოლო დროს გამოჩნდა, რომ რობერტო მესის,ბუსკეტსის, ჩავის თუ ინიესტას ჩრდილში არ ჩანდა მაგრამ ხო თამაშობდა, ხო აძლევდნენ დროს. და აი ესლა გამოჩნდა რა გუნდიც გვყავს როცა რობერტოს თამაში ჩანს, ეგ კი არა გუშინ ჰალაზე ერთმა დაწერა, როცა მარსელოს სტუმრობაზე იყო სტატია: "მე ამისთვის დღესაც ვერ მიპატიებია, რო რობერტო არ აცელა-ო". ალბათ მიხვდით რომელ თამაშზეც იყო ლაპარაკი.

  • Chico
    schedule 12 იან 2024, 16:56

    სულ მესმის გამონათქვამები -კარგად ვითამაშეთ, უკეთესები ვიყავით და ა.შ… ხალხო საქმე იმაშია, რომ ამ ჩვენმა ბარსამ სამწუხაროდ დაგვავიწყა რას ნიშნავს კარგი თამაში…. რითი იყო კარგი თამაში? ანუ მუდმივ ცუდ თამაშზე ცოტა უკეთესი? ორი გოლი გავიტანეთ და არ გაუშვით? კი ბატონო, გეთანხმებით… მაგრამ მე თუ მკითხავთ ორი საშუალი კლასის გუნდის თითქმის თანაბარი მატჩი იყო…. თუ ასევე “კარგად” ვითამაშებთ ფინალში, რეალი დაგვღეჭავს და გადაგვყლაპავს…. კარში დარტყმა არ იცის არც ერთმა მოთამაშემ… ტორესი, ლევანდოვსკი და ფელიქსი კიდევ მაზავენ ყველაფერს, რაც წარმოუდგენელია რომ გაიმაზოს… არ გაუშვით? გადავრჩით ბატონო და იმიტომ არ გაუშვით.. ოსასუნასაც ჰყავს თავისი გამმაზველები… ფინალის მოგება და რეალის განადგურება? მინდა კი არა ადგილს ვერ ვპოულობ ოცნებისაგან, მაგრამ, ყველამ ვნახეთ მატჩი ატლეტიკოსთან, სხვა მატჩები რომ არ გავიხსენოთ. რეალი თამაშობს 90+ წუთი და სულ მგლებივით არიან დაგეშილები, ბარსა კიდევ რამდენ წუთს თამაშობს “კარგად”? ჩავი სულ მაგას იძახის ლა ლიგის კლასიკოში 60 წუთი კარგად ვითამაშეთო… კი ბატონო მასე იყო, მაგრამ რეალმა 90 წუთი ითამაშა კარგად და მოგვიგო… მოკლედ, თუ ჩავიმ რადიკალურად არ შეცვალა ტაქტიკა და მიდგომა, თუ გუნდი მთლიანად არ გაცოფდა და თუ აგრესია არ გამოხატა შეტევებში, თუ ჩვენმა პატივცემულმა ფორვარდებმა არ იკმარეს 7 მეტრიანი კარები და ბურთი არ შეაგდეს, არანაირი პერსპექტივა არ გაგვაჩნია. რეალი ძალიან ძლიერია, მაგრამ მისი დამარცხება შეიძლება… თავდადება და გააზრებული ქმედებაა საჭირო…. აბა ვნახოთ თუ გააჩნია ჩავის და დღევანდელ ბარსას ამის ტ…ი….

  • mari
    schedule 12 იან 2024, 14:33

    ციტატა: MESSI 2017
    ამ თამაშით ის დავინახეთ რომ კოპას 1/4 ფინალში გავალათ სხვა მეტი არაფერი


    =============================================
    wink blush ფინალში ვართ, ფინალშიიიიიიიიიიი

  • Rick Sanchez
    schedule 12 იან 2024, 14:30

    ოსასუნასთან ისე ითამაშეს, როგორც წესით მაღალი დონის გუნდებთან უნდა თამაშობდეს ბარსა. ნორმალურზე ცოტა უკეთესი მატჩი იყო.

  • MESSI 2017
    schedule 12 იან 2024, 11:19

    შარშანდელი ოსასუნა რომ ყოფილიყო მაგრად გაგვიჭირდებოდა ამ თამათ ის დავინახეთ რომ კოპას 1/4 ფინალში გავალათ სხვა მეტი არაფერი ბევრი შეცდომა იყო აი ძაან ბევრი
    ფრენკი კიდე საოცრებაა

  • bech
    schedule 12 იან 2024, 01:51

    არ უფრენიათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რეალთან გამოჩნდება რეალური დონე. თუ მოვიგეთ მაგარი იქნება

  • JustBarcaLover
    schedule 12 იან 2024, 01:41

    ეგრე რა! ხო შეგძლებიათ ოსასუნას დონის გუნდებთან ორ ბურთიანი სხვაობით მოგება

  • Amo
    schedule 04 სექ 2023, 19:10

    სეზონი ახალი დაწყებულია ბოლო წლები გუნდში რა ხდებოდა ყველამ კარგად იცის ცოტა მძიმედ ვიწყებთ მაგრამ ხავის მჯერა შეტევაში ვერ ვართ ცოტა ისე როგორც საჭიროა როკეს გადმოსვლა და გუნდის შეთამაშება მგონი კიდევ უფრო მეტად მოიტანს შედეგს….კანსელუ კარგი იყო ფელიში ცოტა დაბნეული მაგრამ ხავი მოიყვანს აზრზე ლა ლიგას ველოდები და იქნებ ლიგაზეც არ შევრცხვეთ….მეტიც არა მარტო იმედი საერთოდ სხვაბარსას ვმახავთ ერთ თვეში და ამაში ყველა დავრწმუნდებით აქვს ამ გუნდს პოტენციალი და აუცილებლად დადებს შედეგს

  • nika 54
    schedule 04 სექ 2023, 18:12

    რავიცი, იამალი მართლა დემბელეს მალე გადაასწრებს გოლებით თუ არა ასისტებით მაინც.

  • ika9101
    schedule 04 სექ 2023, 14:59

    ასეთი ჩაქცეული გუნდით, გვარდი კარლო და ხავი ერთად რომ გყავდეს მაინც არ უნდა გქონდეს პრეტენზია მწვრთნელთან.
    უმძიმესი პერიოდი აქვს გუნდს ძველი დიდი ბარსადან არავინ აღარ დარჩა, გუნდი შეიცვალა ბოლომდე. მესი წავიდა და სადაც არის დაფრინავს ეგ ცალკე გვანგრევს ფსიქოლოგიურად. მანამდე კორონამ დედა უტირა გუნდს. მთელი 3 წელი ფეხბურთელი არ გვიყიდია სულ თავისუფალი აგენტები გვემატებიან. მაღალი დონის გუნდოგანი დავითრიეთ და მგონია ეგეც იმიტომ გადმოვიდა რომ ზღვაზე გაუსწორდება თორე ყველაფერი მოგებული აქვს და მოტივაცია აქვს 0. ფინანსურ კრიზისში რატოა გუნდი ეგ ცალკე თემაა ფაქტია ეხლა ნორმალური გუნდი არ გვყავს. ხოდა ხავი რომ მოდიოდა დავწერე შეეწირება ამ იმბეცილ ფეხბურთელებს მეთქი მგონი მართლდება ჩემი პროგნოზი. რეალის ერთი ტრანსფერი ბელინგემი ჯობია ჩვენს ყველა ტრანსფერს ბოლო 3 წელში.

  • Messiah
    schedule 04 სექ 2023, 14:18

    ადრე იყო ამის ბარსაში მოყვანა როგორც აღმოჩნდა …

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 04 სექ 2023, 14:02

    ციტატა: cruyff9
    აქ ზოგ ზოგიერთების კომენტარები უნდა დავსქრინო და სეზონის ბოლოს იქნებ შეგრცხვეთ🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ჩავის ასწავლიან პროფესორები ფეხბურთს,,ერთი წლის წინ პას პასზე რო ვერ ვაბავდით იქნებ ეგეც გაიხსენოთ🤦🏻‍♂️


    ყველას ყველაფერი იოლად ავიწყდება ამ საიტზე,ხავის ნაცვლად სხვა რომ იყოს და შეცდომა მოუვიდეს სხვა მწრთვნელზეც იგივეს იტყვიან და გამოძებნიან სათქმელს რა დაუწუნონ და როგორ,მოსაწონი ტაქტიკა და მწვრთნელი ვერ მოიძებნება ვერასდროს.ბევრს ალბათ პრეტენზიაც აქვს რომ ხავის აჯობებენ და ხავიზე უკეთესები იქნებიან.

  • Rick Sanchez
    schedule 04 სექ 2023, 13:10

    "როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ლევანდოვსკი ცუდ ფორმაშია, როცა ბოლო ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა?" ერთი პენალტი იყო და მეორე ცარიელ კარში შეაგდო. გუშინ ორი 100 პროცენტიანი მომენტი გაანიავა.

    "ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, დღეს ასე არ ყოფილა" ტიპი თვითონაც ხვდება, იშვიათად რომ თამაშობს კარგად😃

    "კანსელუს ვუთხარი, რომ ნახევარდაცვიდან გარემარბზე პასის გაკეთება შეეძლო. ის შეტევის დროს შუახაზს უნდა შეუერთდეს. მთავარი მიზანი ბურთის ცენტრში კონტროლია"
    4 ნახევარმცველი არ ჰყოფნის ცენტრში😃