workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრის კომენტარი ოსასუნასთან მოგების შემდეგ

პედრის კომენტარი ოსასუნასთან მოგების შემდეგ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, პედრი გონსალესმა “ოსასუნასთან” 2-1 მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

რთული თამაში იყო, განსაკუთრებით ლევანდოვსკის გაძევების გამო, თუმცა ჩვენი შანსები მივიღეთ და გამოვიყენეთ.

“ოსასუნა” ძალიან ინტენსიური გუნდია და ვიცოდით, რომ თამაში ასეთი გამოვიდოდა.

ვფიქრობ, მსაჯს ლევანდოვსკისთვის პირველი ყვითელი ბარათი არ უნდა ეჩვენებინა.

პიკეს წითელი ბარათი? როდესაც უსამართლობას ხედავ, რაღაცის თქმა გინდა, ფეხბურთში ეს ხშირად ხდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 09 ნოე 2022, 12:15

    სად დაარტყა დააკვირდით, სადაც ორი მცველი და მეკარე იყვნენ, გულმა უგრძნო მეკარე ღია კუთხისკენ გადაინაცვლებსო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 ნოე 2022, 02:55

    პედრის საღოლ ისე, გოლის დროს ხო იგრძნო მომენტი და შეასრულა, თან მთელი თამაში ბურთს არ კარგავდა, პასებსაც მშვენიერს არიგებდა და სხვათა შორის არც ისე ნელი არაა, შეუძლია აჩქარება და ბურთის წამოღება,თან ფრენკის და გავის გვერდით პედრი უფრო ფლეიმეიქერია და თუ საჭიროა ბურთის დამჭერი, აი გავი დაუღლელია და ძაან მაგარი ვინმეა, დე იონგი კი სასწაულია საყრდენად დაფრინავს, ცენტრში დაფრინავს, ფლეიმეიქერად დაფრინავს, დაცვის ცენტრშიც კი სტაბილურად თამაშობს, მგონი სტრაიკერის და მეკარის გარდა ყველგან უმაღკეს დონეს დადებს, აი ასეთი ფეხბურთელი გვყავს და რაის გაშვებაზეა ლაპარაკი, ტიპი სასწაულია

  • Griezzy7
    schedule 09 ნოე 2022, 02:50

    შენ ჯობია მოუმატო ძმაო. ბუსკეცი გაგასწრებს მალე სისწრაფეში.
    არანორმალურად კარგად უჭირავს ბურთი და თითქმის არასდროს კარგავს . სივრცეებსაც ასე თუ ისე კარგად ითვისებს მაგრამ ძალიან ნელიაა. ფრენკი გავი და პედრი რო დარჩებიან ერთი სწრაფი კრეატიული ნახევარ მცველი მაინც გვყავს მოსაყვანი სასწრაფოდ

  • Bartra
    schedule 09 ნოე 2022, 02:48

    მეორე ეკუთვნოდა ლევანას, პირველი არ მინახავს, მაგრამ მაწილობრივ თავისი ბრალია იცოდა რომ ყვითელზე იყო
    აშკარად ბურთის დათმობით უფრო კარგად გამოსდის ამ გუნდს თამაში, 11 11ზე მოგება არ მეგონა, 1-0ზე 10 კაციანი ბარსას მოგება დავდე 7.5 კუში 10 ლარში, კამფეტ :დ

  • Moriba
    schedule 09 ნოე 2022, 02:48

    ეს საწყალი დაასვენონ თორე მალე ბუსვენოკს დაემსგავსება 45 წუთის მერე რო ფეხს როვეღარ დგამს😃