workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსასუნა 1-2 ბარსელონა | ვიდეო

ოსასუნა 1-2 ბარსელონა | ვიდეო

ლა ლიგის მე-14 ტურში “ბარსელონამ” უმძიმეს ბრძოლაში “ოსასუნას” 2-1 მოუგო და სატურნირო ცხრილში წინ კიდევ უფრო გაიჭრა.

მატჩი კატალონიელთათვის არცისე კარგად დაიწყო – დებიუტშივე (6′) ანგარიში მასპინძლებმა, დავიდ გარსიას გოლით გაიხსნეს, 31-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკიმ წითელი ბარათი მიიღო და “ბარსას” მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

მიუხედავად ამისა, ჩავის შეგირდებმა მეორე ტაიმში შეხვედრის შემოატრიალება მოახერხეს: 48-ე წუთზე პედრი გონსალესმა წონასწორობა აღადგინა, მატჩის მიწურულს (85′) კი ცვლილებაზე გამოსულმა რაფინია ბელოლიმ “ბარსელონა” წინ გაიყვანა და გუნდს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოაგებინა.

ამჟამად, 14 ტურის შემდეგ “ბარსა” 37 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან “რეალ მადრიდს” 5 ქულით უსწრებს, თუმცა კარლო ანჩელოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 09 ნოე 2022, 12:21

    კარგი იყო დე იონგი, ყიფიანივით არიგებს პასებს.