9 ნოემბერს, თბილისის დროით 00:30 საათზე (8 ნოემბერს ღამით) “ბარსელონა” “ელ სადარიზე” “ოსასუნას” დაუპირისპირდება.
ჩავი ერნანდესმა პამპლონელებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ევროპა ლიგაზე კიდევ ერთხელ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით და კარგად უნდა ვითამაშოთ. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდებული გუნდია და ტენ ჰაგთან ერთად ძალიან მოუმატა. მათ ბევრი მაღალი დონის ტალანტი ჰყავთ. ჩვენი ფეხბურთელები “წითელ ეშმაკებთან” სათამაშოდ მოტივირებულები იქნებიან.
ხვალ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ. ეს მნიშვნელოვანია მატჩია, რომელიც რთული იქნება, რადგან “ოსასუნა” ძლიერი და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია.
პიკე ჩემს განკარგულებაშია და ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა.
ყველა ფედერაციასთან მუდმივ კავშირში ვიმყოფებით, არაუხოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიდის.
კრიშტიანუ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და “მანჩესტერისთვის” განსხვავების შექმნა შეუძლია.
კუნდესა და დეპაის მცირე დისკომფორტი აქვთ, მაგრამ მათ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება არ ემუქრებათ.
მოურინიო თუ “იუნაიტედი”? მე მოგება მაინტერესებს, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს. მე გამარჯვებული ვარ და წაგება მძულს. მსიამოვნებს მოგება იმ გუნდთან ერთად, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.
რაფინიას ჩემი სრული ნდობა აქვს, ზოგჯერ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მაგრამ უნდა მოვითმინოთ. ჩვენ მისი გვჯერა.
დემბელე ბევრ შეხვედრაში სხვაობას ქმნის, მაგრამ მას სტაბილურობა აკლია და ეს უნდა გამოასწოროს. უსმანს შეუძლია, საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყოს.
გუნდში ყველას ლიდერის როლი აქვს. პიკე მოგვენატრება, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ. როდესაც ლიდერი მიდის, როლები გუნდის შიგნით გადანაწილდება.




აუცილებლად მოსაგებია ეს თამაში, ჩავი თუ რამე ტიტულზე ფიქრობს.
ხოდა მოვუხან ლაპორტას სუყველაფერი მესის ასე გაგდებისთვის და გუნდის ჩაძირვისთვის
ყბედობას შეეშვი და სამი ქულა მოუტანე გუნდს…
ლაპორტა კაი,მარა ეს რატოა პრო*ი?
მესი: "არ ვიცი, კლუბმა გააკეთა თუ არა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ დავრჩენილიყავი. ეს ყველაფერი მოწყობილი იყო. ხელფასი 50%-ით დავაკელი. და ამის მერე აღარავის არაფერი უკითხავს. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია. დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ ვაპირებდი დარჩენას. ეს იყო ის, რაც მე და ჩემს ოჯახს გვინდოდა“.
ლაპორტაზე ნაკლები პრ*ჭი არც ესაა