“ბარსელონას” მარჯვენა მცველი, ექტორ ბელერინი აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს დარჩენა სურს:
ახალი კონტრაქტის გაფორმება და “ბარსაში” დარჩენა მსურს. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, მაგრამ აქ ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ.
სახლში დაბრუნება დიდებულია. კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ვნახოთ, რა მოხდება.
გუნდში ბევრი ახალგაზრდაა. სამწუხაროდ, ტრავმებმა შეგვაწუხა.
პროექტს დრო სჭირდება – ფეხბურთში ეს ნორმალურია. ჩავის 100%-ით ვენდობით – მან და გუნდმა კარგად იციან, რა გვსურს. პირველივე სეზონში ტიტულები კლოპსა და გვარდიოლასაც არ მოუგიათ.
ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით და ბევრმა გარემოებამ ხელი შეგვიშალა. სულ მცირე, ტურნირი მოგებით დავასრულეთ და ლა ლიგაშიც კარგად ვთამაშობთ.
ნელ-ნელა პროგრესს განვიცდით. ნათელია, ჩავის ფეხბურთელებისგან რა სურს.
“ბარსაში” ტრანსფერი ჩემი ოცნება იყო. ტრავმისა და გუნდში ბოლო დღეს გადმოსვლის ფაქტორმა საქმე გამირთულა, რადგან პრესეზონი არ გამივლია, მაგრამ მოვლენების განვითარებით ბედნიერი ვარ. მინდა, ასე გავაგრძელო.
დაბრუნების შესაძლებლობა მაშინ მომეცა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. ეს შესანიშნავი გრძნობაა.
ბელერინის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს იწურება. ესპანელის პერფორმანსის გათვალისწინებით, “ბარსელონას” მასთან კონტრაქტის გახანგრძლივების დიდი სურვილი არ უნდა ჰქონდეს.
[კატალონიის რადიო]




დაცვითი პროფილის ფლანგის მცველი გვჭირდება მარჯვნივ!!! ისე არსენალის ბენ უაითზე რას იტყოდით? ფოიტიც არ იყო ცუდი ვარიანტი თავის დროზე
ხო რა თქმა უნდა…. ბარსას მუქთახორები და სისხლის მწოველები აკლია და ეხლა ეს ბალერონი გვაკლია კიდევ მომავალ სეზონში……
Უნდა დარჩეს აუცილებლად დაბალ ხელფასზე სკამი მცველად
ბელერინი კიარა სატრანსფერო სიახლეები დადეთ, ფელიქსის დათრევა უნდა ბარსასო ამბობოენ.
არა
მაშინ უნდა მოუმატო ბიძიკო, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო
"პირველივე სეზონში ტიტულები კლოპსა და გვარდიოლასაც არ მოუგიათ" ამას რომ ამბობ, გიფიქრია, 2008/09 სეზონზე ბარსელონას ვინ წვრთნიდა?
მე კი შემეცოდა, იცის რო წყალი აქვს შემდგარი და ყველა ინტერვიუში ცდილობს სიგნალი გაუგზავნოს კლუბის ხელმძღვანელობას გამოვსწორდებიო, მაგრამ ამის გამოსწორება იგივეა ჟიგულში მერსედესის მატორი ჩააგდო.